1. ლიმფომები
  2. სისხლის დაავადებები
ლიმფომები

ლიმფომები ლიმფური სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების, ლიმფოციტების ავთვისებიანი სიმსივნეებია.

ლიმფომები სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპის – ლიმფოციტების ავთვისებიანი სიმსივნეებია. თეთრი უჯრედების ფუნქცია ინფექციებთან ბრძოლაა. ლიმფომა შესაძლოა B ან T ლიმფოციტისგან განვითარდეს. T ლიმფოციტებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია იმუნური სისტემის რეგულაციაში და ვირუსული ინფექციებისგან დაცვაში. B ლიმფოციტები ანტისხეულებს წარმოქმნის.

ლიმფოციტები სხეულის ყველა ნაწილში გადაადგილდება სისხლის ნაკადით და სპეციალური მილების – ლიმფური სადინრების ქსელით. ამ ქსელში ლიმფური კვანძებია ჩართული, რომლებშიც ლიმფოციტები გროვდება. ავთვისებიანი ლიმფოციტები (ლიმფომის უჯრედები) შესაძლოა მხოლოდ ერთ კვანძში იყოს ლოკალიზებული ან გავრცელდეს ძვლის ტვინში, ელენთაში, ან ნებისმიერ სხვა ორგანოში.

ლიმფომების ორი ტიპი არსებობს: ჰოჯკინის ლიმფომა, რომელსაც წინათ ჰოჯკინის დაავადებას უწოდებდნენ და არაჰოჯკინური ლიმფომა. ეს უკანასკნელი უფრო ხშირია, ვიდრე ჰოჯკინის ლიმფომა, მისი ქვეტიპებია ბერკიტის ლიმფომა და ფუნგოიდური მიკოზი.