ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები და დიაგნოზი | მკურნალი.გე
  1. ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები და დიაგნოზი
  2. ავთვისებიანი სიმსივნეები
ავთვისებიანი სიმსივნის სიმპტომები და დიაგნოზი

ავთვისებიანი სიმსივნე სხვადასხვა სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს; მათგან ზოგი ნაკლებად შესამჩნევია, ზოგი კი საერთოდ შეუმჩნეველი, ზოგი მათგანი ადრე გამოვლინდება ხოლმე და საგანგაშო ნიშანია, რომელიც ექიმს პაციენტის გამოკვლევის აუცილებლობაზე მიუთითებს. ზოგი სიმპტომი მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა სიმსივნე შორსწასულია. სიმპტომების ნაწილი, მაგალითად, გულისრევა, ღებინება, უმადობა, დაღლილობა შეიძლება სიმსივნით ან მის სამკურნალოდ გამოყენებული წამლებით, ან სულაც სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული. ზოგიერთი სიმპტომი მრავალი ან თითქმის ყველა სიმსივნის დროს გვხვდება, ზოგი კი მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სიმსივნის ამა თუ იმ ორგანოში ლოკალიზაციის დროს არის გამოხატული.

სკრინინგის პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულად აღმოჩენა. რაც უფრო დროულად ხდება ეს, მით უფრო დიდია შანსი, რომ მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდეს.