იმუნოდეფიციტური დარღვევებისას იმუნური სისტემა ვეღარ იცავს ორგანიზმს იმ უცხო ან არანორმალური უჯრედებისგან (ბაქტერია, ვირუსი, სოკო და სიმსივნური უჯრედი), რომლებიც ორგანიზმში იჭრება ან წარმოიქმნება. ამის შედეგად უჩვეულო ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები ან კიბოს იშვიათი ფორმა ვითარდება.
იმუნოდეფიციტების ორ ტიპს განასხვავებენ:
ზოგიერთი იმუნოდეფიციტური დაავადება სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს, ზოგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ მოქმედებს. დაავადებების მცირე ნაწილი მკურნალობით ან მის გარეშე იკურნება.
თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები: ამ სახის დაავადებებს გენეტიკური პათოლოგია იწვევს, რომელიც ხშირად X გენთან არის შეჭიდული, რის გამოც მხოლოდ ბიჭები ავადდებიან. ამიტომ იმუნოდეფიციტური დაავადებების მქონეთა დაახლოებით 60% მამაკაცია.
თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური დარღვევები იმის მიხედვით კლასიფიცირდება, თუ იმუნური სისტემის რომელი ნაწილია დაზიანებული:
იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის მიზეზი ერთ შემთხვევაში მისი ამა თუ იმ კომპონენტის არარსებობაა, სხვა შემთხვევაში – ამ კომპონენტის რაოდენობის შემცირება ან მისი ფუნქციის მოშლა ან დაქვეითება. თანდაყოლილ იმუნოდეფიციტებს შორის ყველაზე ხშირად B უჯრედებთან დაკავშირებული პრობლემები გვხვდება. მათზე მოდის შემთხვევების ნახევარზე მეტი.
შეძენილი იმუნოდეფიციტები: ეს დარღვევები ყველაზე ხშირად წამლის გამოყენების შედეგად ვითარდება (უმეტესად იმუნოსუპრესიული საშუალებების, რომლებიც სერიოზული დაავადებების დროს ინიშნება). იმუნოსუპრესიული წამლები მიზანმიმართულად თრგუნავს იმუნურ სისტემას. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ტრანსპლანტირებული ორგანოს ან ქსოვილის მოცილების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. კორტიკოსტეროიდები, იმუნოსუპრესიული წამლების ერთ-ერთი სახე, ანთების შესაფერხებლად იხმარება მრავალი დაავადების, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის დროს. ამავე დროს, იმუნოსუპრესიული საშუალებები თრგუნავს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის და, სავარაუდოდ, მის მიერ სიმსივნური უჯრედების განადგურების უნარსაც. იმუნური სისტემის დათრგუნვა და იმუნოდეფიციტური დაავადების გამოწვევა ქიმიოთერაპიას და რადიაციულ თერაპიასაც შეუძლია.
იმუნოდეფიციტი ვითარდება თითქმის ყველა ხანგრძლივად მიმდინარე დაავადების შედეგად. მაგალითად, დიაბეტი შეიძლება იმუნოდეფიციტური დაავადების მიზეზი გახდეს, რადგანაც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის ფონზე სისხლის თეთრი უჯრედები სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექციის შედეგი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია (შიდსი) – ყველაზე ხშირი და მძიმე – შეძენილ იმუნოდეფიციტურ დაავადებებს შორის.
კვების დეფიციტი: ნებისმიერი საკვები ნივთიერების ან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის დეფიციტმა შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა. ეს უკანასკნელი ხშირად ზიანდება იმ შემთხვევაშიც, თუ კვების დეფიციტის გამო წონაში კლება რეკომენდებული წონის 80%-ს მიაღწევს. თუ წონა რეკომენდებულის 70%-ზე ნაკლებია, როგორც წესი, სერიოზული დარღვევები ვითარდება.
იმუნოდეფიციტის მქონე პირებს ინფექციები ერთმანეთის მიყოლებით ემართებათ. პირველად, როგორც წესი, რესპირაციული ინფექცია აღინიშნება, რომელიც ხშირად მეორდება. ხშირია მძიმე ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ხანგრძლივად და ხშირი რეციდივებით მიმდინარეობს, გართულებებს იწვევს. მაგალითად, ანგინა და გაციება შეიძლება პნევმონიად ტრანსფორმირდეს. თუმცა, ხშირი გაციება იმუნოდეფიციტური დარღვევის არსებობას არ გულისხმობს.
ხშირია კანისა და პირის ღრუს, თვალისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი გარსის ინფექციები. იმუნოდეფიციტის ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს აფთოზური სტომატიტი – პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია. პირის ღრუში შეიძლება განვითარდეს წყლულები. ასევე ხშირია ბაქტერიით ან ვირუსით გამოწვეული ყურისა და კანის ინფექციები. ბაქტერიულმა ინფექციამ (მაგალითად, სტაფილოკოკურმა) შეიძლება ჩირქით სავსე წყლულები (პიოდერმა), ვირუსულმა ინფექციამ კი მეჭეჭები გააჩინოს.
პაციენტების უმეტესობა წონაში იკლებს.
ჩვილებს ან პატარა ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული დიარეა, შესაძლოა ზრდასა და განვითარებაში ჩამორჩენა. იმუნოდეფიციტი მით უფრო მძიმეა, რაც უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება სიმპტომები.
სხვა სიმპტომები ინფექციის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
იმუნოდეფიციტზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, იმუნური სისტემის პათოლოგიის დასადგენად საათანადო გამოკვლევები ტარდება. იმუნოდეფიციტი სავარაუდოა, თუ მძიმედ მიმდინარე და უჩვეულო ინფექცია ხშირად მეორდება ან როდესაც მძიმე ინფექციას იწვევს მიკრობი (მაგალითად, პნევმოცისტა ან ციტომეგალოვირუსი), რომელსაც ეს არ ახასიათებს. იმუნოდეფიციტის არსებობაზე ეჭვის მიტანა ფიზიკური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზეც შეიძლება. ხშირია გამონაყარი, თმის ცვენა, ქრონიკული ხველა, წონაში კლება და ღვიძლისა და ელენთის გადიდება. იმუნოდეფიციტის ზოგიერთი ფორმის დროს ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლები შეიძლება ძალიან მცირე ზომისა იყოს, ზოგის დროს შეიძლება ლიმფური კვანძები შეშუპდეს. ზოგჯერ ესა თუ ის სიმპტომი შეიძლება კონკრეტული დაავადების არსებობაზე მიუთითებდეს.
ექიმი, იმუნოდეფიციტური დაავადების ტიპის დასადგენად უნდა დაიტერესდეს, რა ასაკში დაიწყო განმეორებითი ან უჩვეულო ინფექციები. 6 თვემდე ასაკში განვითარებული ინფექცია, როგორც წესი, T უჯრედების პათოლოგიაზე მიუთითებს. უფრო მეტი ასაკის ბავშვებში განვითარებული ინფექცია, როგორც წესი, B უჯრედებისა და ანტისხეულების წარმოქმნის პათოლოგიაზე მიუთითებს. ინფექციის ტიპი ექიმს ეხმარება იმუნოდეფიციტური დარღვევის სახის დადგენაში.
ექიმი პაციენტისგან იღებს ინფორმაციას რისკ-ფაქტორების შესახებ, როგორიცაა დიაბეტი, გარკვეული წამლების მიღება, ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი და იმუნოდეფიციტური დარღვევის მქონე ახლო ნათესავები (ოჯახური ისტორია). იმის დასადგენად, არის თუ არა გამომწვევი მიზეზი აივ ინფექცია, იკრიბება ინფორმაცია პაციენტის სქესობრივი კონტაქტების შესახებ წარსულსა და აწმყოში, აგრეთვე ინტრავენური წამლების მოხმარების თაობაზე.
ტესტები: ლაბორატორიული ტესტები საჭიროა იმუნოდეფიციტის დიაგნოზის დასადასტურებლად და იმუნოდეფიციტური დაავადების ტიპის დასადგენად. სისხლის ნიმუშის ანალიზი ტარდება სისხლის თეთრი უჯრედების მთლიანი რაოდენობისა და მისი თითოეული ტიპის უჯრედების პროცენტული შემცველობის განსაზღვრისათვის. სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიის ამოსაცნობად იყენებენ მიკროსკოპული გამოკვლევას. ისაზღვრება ანტისხეულებისა და კომპლემენტის ცილების დონე, სისხლის წითელი უჯრედებისა და თრომბოციტების რაოდენობა. თუ რომელიმე შედეგი ნორმის ფარგლებს სცდება, როგორც წესი, დამატებითი გამოკვლევები ინიშნება.
T უჯრედების პათოლოგიით გამოწვეული იმუნოდეფიციტის დროს შესაძლოა კანის ტესტის ჩატარება გახდეს საჭირო. კანის ტესტი ჰგავს ტუბერკულინის კანის სინჯს, რომელიც ტუბერკულოზის სკრინინგისთვის გამოიყენება. კანის ქვეშ შეჰყავთ ფართოდ გავრცელებული ინფექციური გამომწვევიდან (როგორიც არის სოკო) აღებული ცილების მცირე რაოდენობა. თუ კანზე 48 საათში განვითარდა რეაქცია (სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება), ეს იმას ნიშნავს, რომ T უჯრედები ნორმალურად ფუნქციონირებს. რეაქციის არარსებობა, T უჯრედების პათოლოგიას ხდის სავარაუდოდ.
იმ პირებს, რომელთა ოჯახებშიც მემკვიდრული იმუნოდეფიციტური დარღვევის გენის მატარებლობაა დადგენილი, ურჩევენ გენეტიკური ტესტის ჩატარებას იმის დასადგენად, ატარებენ თუ არა ისინი ამ დაავადების გენს და როგორია დაავადების მომავალი თაობისთვის გადაცემის ალბათობა. ტესტირებამდე მიზანშეწონილია გენეტიკოსის კონსულტაცია. ზოგიერთი იმუნოდეფიციტური დაავადების, მაგალითად, X-თან შეჭიდული აგამაგლობულინემიის, ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომის, მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტისა და ქრონიკული გრანულომატოზის არსებობა შეიძლება ნაყოფშიც დადასტურდეს, საშვილოსნოში ნაყოფის გარშემო არსებული სითხის (ამნიონური სითხე) ნიმუშის ან ნაყოფის სისხლის (პრენატალური ტესტირება) გამოკვლევით. ასეთი გამოკვლევები რეკომენდებულია იმ პირთათვის, ვისაც იმუნოდეფიციტური დარღვევის ოჯახური ისტორია აქვს; ამ დროს ოჯახის წევრებს შეიძლება აღმოაჩნდეთ მუტაცია.
შესაძლებელია იმუნოდეფიციტის ზოგიერთი გამომწვევის თავიდან აცილება ან მკურნალობა. ამისი მაგალითებია:
ინფექციის პრევენციისა და მკურნალობის სტრატეგიები იმუნოდეფიციტური დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ანტისხეულების დეფიციტის მქონე ადამიანებს ბაქტერიული ინფექციის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ამ რისკის შემცირება შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებებით: