პირის ღრუს ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. პირის ღრუს ბიოლოგია
  2. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
პირის ღრუს ბიოლოგია

პირის ღრუ – ეს არის კარიბჭე (შესასვლელი) როგორც საჭმლის მომნელებელი, ასევე რესპირატორული სისტემისთვის.;პირის ღრუ შიგნიდან დაფარულია/ამოფენილია ლორწოვანი გარსებით. თუ პირის ღრუ ჯანსაღია, მისი ამომფენი გარსები (პირის ღრუს ლორწოვანი) მოწითალო-მოვარდისფრო ფერისაა; ღრძილები კი ღია ვარდისფერი და ისინი მჭიდროდ ეკვრიან კბილის ზედაპირს. პირის ღრუ ზემოდან შემოსაზღვრულია ე.წ. სახურავით (სასა), რომელიც ორ ნაწილად იყოფა.

ანატომიურად სასის ძვლის წინა ნაწილს აქვს ქედები, რომლებიც წარმოდგენილია მაგარი ქსოვილით (მაგარი სასა). უკანა ნაწილი კი შედარებით გლუვი და რბილია (რბილი სასა).;

სველი ლორწოვანი გარსი ამოფენს რა პირის ღრუს, გრძელდება გარეთ და ქმნის ტუჩების ვარდისფერ და პრიალა ნაწილს/სეგმენტს, რომელიც სახის კანთან შეხვედრის საზღვართან ქმნის ტუჩის წითელ ყაეთანს. ტუჩის ლორწოვანი, მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდმივად სველდება ნერწყვის მეშვეობით, მაინც მიდრეკილია გაშრობისკენ/შრობისკენ. პირის ღრუს უკანა ნაწილში დაკიდებულია ვიწრო კუნთოვანი სტრუქტურა, ე.წ. ნაქი (სასის ენა), მისი დანახვა ადვილადაა შესაძლებელი, თუ ადამიანი იტყვის "ა-ა!"-ს.

პატარა;ენა;(ნაქი) რბილი სასის უკანა ნაწილში ჩამოკიდებული კუნთოვანი წარმონაქმნია, რომელიც ცხვირის უკანა ნაწილს პირის ღრუს უკანა ნაწილისგან გამოყოფს. ჩვეულებრივ, ნაქი ჩამოკიდებულია ვერტიკალურად. მისი ინერვაცია ხორციელდება ცდომილი (მე-10 კრანიალური ნერვი) ნერვის მეშვეობით.

პირის ღრუს ფსკერზე განთავსებულია ენა, რომელიც საკვების დაგემოვნებისა და შემრევ ფუნქციას ასრულებს. ჩვეულებრივ, ენა არ არის გლუვი, ის დაფარულია პაწაწინა გამონაზარდებით (პაპილებით), რომლებიც გემოვნების რეცეპტორებს შეიცავენ და რომელთა მეშვეობით საკვების გემოს შეგრძნება ხდება.

გემოვნების შეგრძნება შედარებით მარტივი ფუნქციაა, ამ დროს ხდება მხოლოდ ტკბილი, მჟავე, მარილიანი და მწარე საკვების გარჩევა. ტკბილი და მარილიანი გემოს შეგრძნების რეცეპტორები განლაგებულია ენის წვერის მახლობლად; სიმჟავის – გვერდებზე; ხოლო სიმწარის – ენის ყველაზე უკანა სეგმენტში.

სუნის აღქმა ცხვირის ღრუს ზედა ნაწილში არსებული მაღალფუნქციური რეცეპტორების მეშვეობით ხორციელდება. სუნის აღქმა, რომლის მეშვეობითაც ბევრი დახვეწილი ვარიაციის გარჩევა ხდება, ბევრად კომპლექსური ფუნქციაა, ვიდრე გემოვნების. გემოვნებისა და სუნის გრძნობა ერთდროულად ფუნქციონირებს იმისთვის, რომ ადამიანებმა არომატების აღქმა/ცნობა და დაფასება შეძლონ.

სანერწყვე ჯირკვლები ნერწყვს გამოიმუშავებენ. არსებობს სანერწყვე ჯირკვლების სამი ძირითადი წყვილი: წყვილი ყბაყურა (პაროტიდული), წყვილი ქვედა ყბისქვეშა (სუბმანდიბულარული) და ენისქვეშა (სუბლინგუალური). გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი. ნერწყვი ჯირკვლებიდან პირის ღრუში გამომტანი მცირე მილაკების (სადინარები) მეშვეობით გადადის. ნერწყვს გააჩნია რამდენიმე ფუნქცია და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. იგი ეხმარება ღეჭვისა და კვების პროცესს, აგროვებს რა საკვებს ლუკმებად/გუნდებად, ისე, რომ მათ შეუძლიათ გადასრიალდნენ პირის ღრუდან საყლაპავში და ხელს უწყობს საკვების დაშლას ისე, რომ მათი დაგემოვნება უფრო მარტივად მოხდეს.

ნერწყვი ასევე ფარავს საკვების ნაწილაკებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით და იწყება საჭმლის მონელება. საკვების მიღების შემდეგ ნერწყვის ნაკადი გამორეცხავს ბაქტერიებს, რომელთაც შეუძლიათ კბილის კარიესული (ღრუების გაჩენა) და სხვა დაზიანებები გამოიწვიონ. ნერწყვი ხელს უწყობს პირის ღრუში (ამომფენი გარსი) ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას და კბილებიდან მინერალების კარგვის პრევენციას ახორციელებს.

ის ახდენს არა მარტო ბაქტერიების მიერ გამომუშავებული მჟავების განეიტრალებას, არამედ შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას (როგორიცაა მაგ. ანტისხეულები და ფერმენტები), რომლებიც კლავენ ბაქტერიებს, საფუვრებსა და ვირუსებს. კბილი შედგება გვირგვინისგან, რომელიც მდებარეობს ღრძილის ხაზის ზემოთა ნაწილში, და ფესვისგან – ღრძილის ხაზის ქვემოთა ნაწილში. გვირგვინი დაფარულია ბზინვარე თეთრი მინანქრით (ემალი), რომელიც კბილს იცავს. მინანქარი ყველაზე მაგარი/მყარი ნივთიერებაა ორგანიზმში, მაგრამ დაზიანების შემთხვევაში ძალიან მცირე რეგენერაციის უნარი გააჩნია. მინანქრის ქვეშ მდებარეობს დენტინი, ეს არის ძვლის მსგავსი,;მაგრამ უფრო მაგარი ქსოვილი. დენტინი გარს აკრავს ცენტრალურ კამერას (პულპა), რომელიც თავის შემადგენლობაში; სისხლძარღვებს, ნერვებსა და შემაერთებელ ქსოვილს შეიცავს.

სისხლძარღვები და ნერვები პულპური;ღრუს კამერაში შედიან ფესვის არხებიდან, რომლებიც გარედან დენტინის ქსოვილითაა გარშემორტყმული. ფესვში დენტინი დაფარულია ცემენტით (დუღაბი), თხელი ძვლის მსგავსი ნივთიერებით. ცემენტი გარშემორტყმულია მემბრანით (პერიოდონტული იოგი), რომელიც არბილებს კბილს და უზრუნველყოფს ყბასთან ცემენტის ფენისა და მასთან ერთად მთელი კბილის მყარ მიმაგრებას/ფიქსაციას.

ადამიანის ორგანიზმში განასხვავებენ;კბილების;ორ გენერაციას: ბავშვის (სარძევე/მოსაცვლელი) კბილები და ზრდასრული (მუდმივი) კბილები.

ბავშვს აქვს 20;სარძევე კბილი: თითო წყვილი ზედა და ქვედა ცენტრალური (ფრონტალური) მჭრელი კბილები, გვერდითი მჭრელი კბილები, ეშვები (ცუსპიდი), პირველი მოლარები და მეორე მოლარები. ზრდასრულ ადამიანს აქვს 32 მუდმივი კბილი: თითო წყვილი ზედა და ქვედა ცენტრალური მჭრელი კბილები, გვერდითი მჭრელი კბილები, ეშვები, პრემოლარები (ბიცუსპიდი), მეორე პრემოლარები, პირველი მოლარები, მეორე მოლარები და მესამე მოლარები (სიბრძნის კბილები). თუმცა, სიბრძნის კბილები განსხვავებულია – ყველას არ ამოსდის ოთხივე სიბრძნის კბილი, ზოგს კი საერთოდ არ ამოსდის. სიბრძნის კბილები არის ბოლო მუდმივი კბილები, რომლებიც ამოდის, როგორც წესი, 17-დან 21 წლამდე. არსებობს დროთა ნორმის ფართო დიაპაზონი, როდესაც კბილები ამოჭრიან ღრძილის ქსოვილს (ამოიფრქვევიან) და პირის ღრუში ამოდიან. ცენტრალური მჭრელი კბილები არის პირველი კბილები, რომლებიც ბავშვს დაახლოებით 6 თვის ასაკში ამოსდის. ამას მოჰყვება გვერდითი მჭრელი კბილები, პირველი სარძევე მოლარები, ეშვები და ბოლოს, მეორე სარძევე მოლარები. დაახლოებით 2½ წლის ასაკისთვის, ჩვეულებრივ, ბავშვის პირის ღრუში ყველა სარძევე კბილი გვაქვს. ზემოთ ხსენებული ყველა სარძევე კბილი გამოიდევნება მუდმივი კბილებით, რომლებიც ამოსვლას დაახლოებით 6 წლის ასაკში იწყებენ.

6 წლის ასაკში მუდმივი მოლარები ამოდიან პირის ღრუში ზუსტად ბოლო სარძევე მოლარის შემდეგ და ამიტომ, მათი მეშვეობით სხვა კბილის ჩანაცვლება არ ხდება. აღნიშნული ეხება ასევე მეორე და მესამე მუდმივ მოლარებს.

იშვიათ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება დაიბადოს კბილებით (ნატალური კბილები) ან სარძევე კბილების ამოჭრა დაბადებიდან ერთი თვის განმავლობაში მოხდეს (ნეონატალური კბილები). როგორც წესი, ესენია ბავშვის ქვედა მჭრელი კბილები, მაგრამ შეიძლება დამატებითი (ზედმეტი) კბილებიც იყოს. ზედმეტი კბილების ამოღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ისინი ხელს უშლიან ძუძუთი კვებას ან ხდებიან ფხვიერი, რამაც შეიძლება დახრჩობის რისკის წინაშე დაგვაყენოს.

ბევრ შემთხვევაში, მუდმივი ქვედა მჭრელი კბილები ამოდის ერთმანეთის უკან, მსგავსად ყურძნის მტევნისა. სივრცის ნაკლებობიდან გამომდინარე, თანადაკბილვა ან როტაციული მუდმივი კბილები, ეს ის პრობლემაა, როდესაც აუცილებელი ხდება ადრეული ორთოდონტული თერაპიის (ბრეკეტები) გამოყენება.

ცერა თითის წოვამ ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს კბილების განლაგებაზე/თანადაკბილვაზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ადრეული ორთოდონტული თერაპიის კურსს მოითხოვს.