სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები | მკურნალი.გე
  1. სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები
  2. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები

  • სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის მოშლამ ან შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერწყვის გამომუშავების შემცირება;

  • ნერწყვის;გამომუშავების;შემცირება იწვევს პირის სიმშრალესა და კბილის დაშლას;

  • ნერწყვის ნაკადი შეიძლება გაიზომოს, ექიმებს ასევე შეუძლიათ აიღონ სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილის ბიოფსია;

  • ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბლოკადის მოხსნა, მაგრამ ზოგი შემთხვევაში საჭირო ხდება ნერწყვის შემცვლელი საშუალების გამოყენება.

პირის ღრუში არსებობს სანერწყვე ჯირკვლების სამი წყვილი. სანერწყვე ჯირკვლების ყველაზე მსხვილი წყვილი ე. წ. ყბაყურას (პაროტიდული) სანერწყვე;ჯირკვლები, მოთავსებულია ქვედა ყბის კუთხის უკანა მხარეს, ყურების ქვედა და წინა ნაწილში. სანერწყვე ჯირკვლების ორი, უფრო პატარა წყვილი, ქვედა ყბისქვეშა (სუბმანდიბულარული) და ენისქვეშა (სუბლინგუალური) წყვილები მოთავსებულია ღრმად, პირის ღრუს ფსკერში. გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი. ყველა ეს ჯირკვალი გამოიმუშავებს ნერწყვს, რომელიც საკვებს საჭმლის მონელების პროცესისთვის ნაწილებად შლის.

გარდა სიმსივნისა, შეიძლება განვიხილოთ ორი ძირითადი ტიპის დარღვევა, რომელიც სანერწყვე ჯირკვლების მოქმედებაზე გავლენას ახდენს: პირველი, რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლის ფუნქციის მოშლას, რის შედეგადაც არ ხდება საკმარისი რაოდენობის ნერწყვის გამოყოფა და მეორე, რომელიც სანერწყვე ჯირკვლის შეშუპებას იწვევს. თუ ნერწყვის ნაკადი არასაკმარისია ან თითქმის არ არსებობს, ვითარდება პირის ღრუს სიმშრალე. ამ მდგომარეობას მშრალი პირი (ქსეროტომია) ეწოდება.

სანერწყვე ჯირკვლის ფუნქციის მოშლა/დისფუნქცია: გარკვეულმა დაავადებებმა და დარღვევებმა, ისევე როგორც გარკვეული პრეპარატების მიღებამ, შეიძლება სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და, აქედან გამომდინარე, ნერწყვის გამომუშავების შემცირება გამოიწვიოს.

ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება: პარკინსონის დაავადება, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული (აივ) ინფექცია, შეგრენის;(Sjögren) სინდრომი, დეპრესია და ქრონიკული ტკივილი. პრეპარატები, რომლებიც ნერწყვის გამომუშავების შემცირებას იწვევს, არის: ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ანტიფსიქოზური, სედატიკური საშუალებები, მეთილდოფა და დიურეტიკები.

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობისას, ქიმიოთერაპიის კურსის ან თავისა და კისრის მიდამოს რადიაციული დასხივების შემდეგ, ხშირად სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის მოშლა ვითარდება.

რადიაციული დასხივების შედეგად მშრალი პირის სინდრომი პერმანენტული მდგომარეობაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ რადიაციის დოზა მაღალია; ქიმიოთერაპიის დროს კი ეს სიმპტომი, როგორც წესი, დროებითია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მშრალი პირი ყოველთვის არ არის გამოწვეული სანერწყვე ჯირკვლის ფუნქციის მოშლით. ძალიან მცირე რაოდენობით სითხეების მიღების ან პირით სუნთქვის;შედეგადაც შეიძლება;პირი გამოშრეს. პირის სიმშრალე ასევე ხშირია შფოთვის ან სტრესის დროს, შეიძლება განვითარდეს ასაკის მატებასთან ერთადაც, თუმცა, ეს, დიდი ალბათობით, იმ სამკურნალო პრეპარატების მიღების შედეგი უფროა, რომლებიც პირის სიმშრალეს იწვევენ, ვიდრე თავად დაბერების პროცესისა.

ნერწყვი არის კბილების პრობლემების განვითარების რისკებისგან ბუნებრივი დაცვა, აქედან გამომდინარე, მისი არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფა მეტი ღრმულების გაჩენას იწვევს, განსაკუთრებით კი კბილის ფესვებში. მშრალი პირის მძიმე ფორმის შემთხვევაში პაციენტს ლაპარაკის ან ყლაპვის გაძნელება აღენიშნება.

იშვიათ შემთხვევაში, სანერწყვე ჯირკვლებში ძალიან დიდი რაოდენობით ნერწყვის გამომუშავება ხდება. დიდი რაოდენობით ნერწყვის გამომუშავება ჩვეულებრივ, ძალიან ხანმოკლე პროცესია და ვლინდება როგორც გარკვეული სახის საკვების, მაგალითად, მჟავე საკვების მიღებაზე საპასუხო რეაქცია. ზოგჯერ ასეთი საკვების მიღებაზე გაფიქრებამაც კი შეიძლება ნერწყვის რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.

სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება: სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება შესაძლებელია პირის ღრუში ჯირკვლებიდან ნერწყვის გამომტანი რომელიმე სადინარის დახშობის შემთხვევაში. ამ დროს ვითარდება ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით ჭამის დროს. სადინარის დახშობის ყველაზე ხშირი მიზეზია კენჭი, ანუ ნერწყვის კონკრემენტი. სანერწყვე ჯირკვლის კენჭები/ქვები ყველაზე ხშირია მოზრდილებში; აღნიშნული პაციენტების 25%-ს ერთზე მეტი კენჭი აღენიშნება. ნერწყვის კონკრემენტები ნერწყვში შემავალი მარილებისგან წარმოიქმნება. დახშობის შედეგად ხდება ნერწყვის დაგუბება სადინარში, რაც სანერწყვე ჯირკვლის შეშუპებას იწვევს. დახშული სადინარი და სტაგნაციური ნერწყვით შევსებული ჯირკვალი შეიძლება ბაქტერიით დაინფიცირდეს. დახშული ნერწყვის სადინარის ტიპური სიმპტომია შეშუპება, რომელიც უშუალოდ ჭამის წინ ან იმ შემთხვევაში რთულდება, როდესაც პაციენტი მიირთმევს პიკულებს/მარინადს (მჟავე გემო ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, მაგრამ თუ სადინარი დახშულია და ვერ ხერხდება ნერწყვის გამოტანა, ჯირკვლის შეშუპება ვითარდება).

მთავარი/მსხვილი სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება შეიძლება ისეთი დაავადებების თანმხლები სიმპტომი იყოს, როგორიცაა ყბაყურა, განსაკუთრებული ბაქტერიული ინფექციები და სხვა დაავადებები (მაგ. შიდსი, შეგრენის სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი და სარკოიდოზი). სანერწყვე ჯირკვლებში ავთვისებიანი ან არაავთვისებიანი სიმსივნეების შედეგადაც შეიძლება შეშუპება განვითარდეს. სიმსივნის შედეგად განვითარებული შეშუპება, როგორც წესი, უფრო მდგრადია, ვიდრე ინფექციით გამოწვეული.

თუ სიმსივნე ავთვისებიანია, პალპაციის შედეგად ჯირკვალი ქვასავით მაგარია და შეიძლება მყარად იყოს მიმაგრებული ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან. არაავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა მოძრავია.

ქვედა ტუჩის დაზიანებამ, – მაგალითად, შემთხვევითმა ნაკბენმა (მიკროტრავმა) – შეიძლება დააზიანოს იქ მდებარე ნებისმიერი მცირე სანერწყვე ჯირკვალი და ნერწყვის ნაკადის დახშობა მოხდეს. აღნიშნულის შედეგად ვითარდება დაზიანებული ჯირკვლის შეშუპება და რბილი მოლურჯო შეფერილობის შეშუპების (მუკოცელე) ფორმირება. როგორც წესი, დაზიანება რამდენიმე კვირის განმავლობაში თავისით ქრება.

დიაგნოზი და მკურნალობა

სანერწყვე ჯირკვლის მალფუნქციის დიაგნოსტირებისთვის კარგი რაოდენობრივი ტესტები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლების გამოწურვა („გამოწველა) და სადინარებში ნერწყვის ნაკადის დათვალიერება. ნერწყვის გამომტანი სადინარების დახშობის შედეგად განვითარებული შეშუპების დიაგნოსტიკა შესაძლებელია ტკივილსა და საკვების მიღების დროს შორის დამოკიდებულებიდან გამომდინარე. შეშუპების სხვა მიზეზების დასაზუსტებლად სტომატოლოგის ან ექიმის მიერ მიკროსკოპით სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილის ბიოფსიის კვლევა ხდება.

ზოგიერთ შემთხვევაში, სადინარში კენჭის არსებობისას სტომატოლოგს შეუძლია მისი ამოგდება, სადინარის ორივე მხარეზე ზეწოლის განხორციელებით. თუ მცდელობა წარუმატებელია, ქვის გამოსაღებად შესაძლებელია თხელი, სადენის მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენება. ქვის მოცილების საბოლოო ვარიანტად ქირურგიული ჩარევა განიხილება. მუკოცელე თავისით ქრება და მისი;მოცილება აუცილებელია ქირურგიული;გზით. მსგავსად ამისა, სანერწყვე ჯირკვლის როგორც ავთვისებიანი, ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნეების მოცილებაც ასევე ქირურგიული ჩარევის გზითაა შესაძლებელი. სანერწყვე ჯირკვლის შეშუპების სხვა მიზეზების მკურნალობა გამომწვევი მიზეზის შესაბამისად ხდება.

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ისეთი დაავადება ან იღებს იმ წამლებს, რომლებიც პირის სიმშრალეს იწვევს, ზედმიწევნით უნდა დაიცვას პირის ღრუს მკაცრი ჰიგიენა (ჯაგრისის, კბილის საწმენდი ძაფისა და ფთორის შემცველი სავლებების გამოყენება), თავი აარიდოს შაქრის მოხმარებას და ჩაიტაროს სტომატოლოგიური გამოკვლევები, კბილების გაწმენდა და ფთორით მკურნალობა ყოველ 3-4 თვეში ერთხელ.

თუ სპეციფიკური მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის, ასეთ შემთხვევაში მინიმალური დახმარება შესაძლებელია ნერწყვის შემცვლელების გამოყენება იყოს. ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც მისაღებია ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, არის პილოკარპინი, მაგრამ პრეპარატი ხშირად უეფექტოა, თუ სანერწყვე ჯირკვლები დაზიანებულია რადიაციით.