პირის ღრუს დაავადებები | მკურნალი.გე
  1. პირის ღრუს დაავადებები
  2. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
პირის ღრუს დაავადებები

ხახის ანთება (ფარინგიტი) და ხორხის ანთება (ლარიგიტი) შეიძლება წარმოადგენდეს ხანმოკლე (მწვავე) ანთებას ან ინფექციას, ან მუდმივ (ქრონიკულ) ანთებას. სპეციფიკურ დარღვევებს მიეკუთვნება ხმოვანი იოგების პოლიპი და კვანძები, კონტაქტური წყლულები, სახმო იოგების პარალიზი, ლარინგოცელე, ხორხის პაპილომა და სიმსივნე.

ხახის დაავადებები (ფარინგიტი) ძალიან გავრცელებულია ბავშვებში, თუმცაღა შესაძლებელია შეგვხვდეს მოზრდილებშიც. გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა ორივე შემთხვევაში ერთნაირია. გარდა ამისა, მოზრდილებში (და სექსუალურად აქტიურ მოზარდებში) გონორეამ და სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ხახაზეც.