პროსტატის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. პროსტატის დაავადებები
  2. მამაკაცების ჯანმრთელობა
პროსტატის დაავადებები

პროსტატის ჯირკვალი მდებარეობს უშუალოდ შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ერტყმის შარდის ბუშტიდან გამომავალ შარდის გამომტან მილს (შარდსადენი). იგი გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც კვებავს სპერმას. პროსტატა ახალგაზრდა მამაკაცებში კაკლის ოდენაა და, ასაკის მატებასთან ერთად, ზომაში იმატებს. პროსტატის დარღვევები უხშირესად სამი სახისაა: პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, პროსტატის კიბო და პროსტატიტი.