1. პანკრეატიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პანკრეატიტი

პანკრეატიტი არის პანკრეასის ანთება.

პანკრეასი 13 სანტიმეტრის სიგრძის ფოთლის ფორმის ორგანოა. მას ესაზღვრება კუჭის ქვედა კიდე და თორმეტგოჯა ნაწლავის (წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც კუჭის გაგრძელებაა) კედელი. პანკრეასს სამი მთავარი ფუნქცია აქვს:

  • თორმეტგოჯა ნაწლავში მომნელებელი ფერმენტების შემცველი სითხის გამოყოფა;
  • სისხლში შაქრის დონის მარეგულირებელი ჰორმონების – ინსულინისა და გლუკაგონის სეკრეცია;
  • თორმეტგოჯა ნაწლავში დიდი რაოდენობით ნატრიუმის ბიკარბონატის (ქიმიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს საჭმელი სოდა) სეკრეცია, რაც საჭიროა კუჭიდან გამოყოფილი მჟავას გასანეიტრალებლად.

პანკრეასის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის კენჭები, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. პანკრეატიტი, ჩვეულებრივ, სწრაფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა, შეიძლება რამდენიმე თვეც გაგრძელდეს (მწვავე პანკრეატიტი). ზოგ შემთხვევაში ანთება ხანგრძლივად მიმდინარეობს და თანდათან არღვევს პანკრეასის ფუნქციას (ქრონიკული პანკრეატიტი).