მაღალი რისკის ორსულობა | მკურნალი.გე
  1. მაღალი რისკის ორსულობა
  2. ქალთა ჯანმრთელობა
მაღალი რისკის ორსულობა

არ არსებობს "მაღალი რისკის" ორსულობის ფორმალური ან უნივერსალური განსაზღვრება. ზოგადად, მაღალი რისკის ორსულობა მოიცავს ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთს:

  • მეტად სავარაუდოა, რომ ქალი ან ბავშვი დაავადდეს ან დაიღუპოს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში;

  • ჩვეულებრივზე მეტად მოსალოდნელია მშობიარობამდელი ან მისი შემდგომი გართულებები.

ზოგიერთი მდგომარეობა ან მახასიათებელი, რომელთაც რისკფაქტორები ეწოდება, ორსულობას მაღალი რისკის მატარებლად აქცევს. ქიმები, აღნიშნული რისკფაქტორების გამოვლენით, საზღვრავენ ქალისა და ბავშვის რისკს და ამგვარად უზრუნველყოფენ უკეთეს სამედიცინო ზრუნვას.