დაავადებით გართულებული ორსულობა | მკურნალი.გე
  1. დაავადებით გართულებული ორსულობა
  2. ქალთა ჯანმრთელობა
დაავადებით გართულებული ორსულობა

ორსულობისას გართულებების წარმოშობის რისკი იმატებს ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ან მაღალი არტერიული წნევის არსებობისას. თუ ამ პათოლოგიების მქონე ქალს დაორსულება სურს, იგი, პირველ რიგში, ექიმს უნდა გაესაუბროს და ეცადოს, მაქსიმალურად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოს ამისთვის. ამ ქალბატონებს ფეხმძიმობისას განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, ხშირად – რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტის მხრიდანაც კი. ამ პროცესში შესაძლოა ჩართული იყოს მეანი (რომელსაც ასევე შეუძლია მართოს დაავადება ორსულობისას), თავად იმ პათოლოგიის ექიმი და სხვა სამედიცინო სპეციალისტები (მაგ. ნუტრიციოლოგები).

ზოგჯერ ფეხმძიმობისას ვითარდება ისეთი დაავადებებიც, რომლებიც უშუალოდ ამ მდგომარეობას არ უკავშირდება. ზოგი მათგანი ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ გართულებების რისკს ზრდის. მათ შორისაა პათოლოგიები, რომლებიც მაღალ ცხელებას იწვევს, ინფექციები და დაავადებები, რომელთა სამკურნალოდ მუცლის ღრუზე ოპერაციაა საჭირო.

ზოგი დარღვევა უფრო ადვილად ვითარდება ორსულობისას იმ მრავალი ცვლილების გამო, რომლებიც ამ დროს ხდება ქალის ორგანიზმში. ამის მაგალითებია თრომბოემბოლიური დაავადება, ანემია და საშარდე გზების ინფექციები.