ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სიცოცხლის პირველი წლის გადალახვას პრობლემების გარეშე. ხშირია ტირილი, კვებასთან დაკავშირებული პრობლემა, გამონაყარი და პერიოდული ცხელებები. ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მძიმე ფორმით გამოვლინდება – მაგ. როდესაც ბავშვი ძალიან ბევრს ტირის, არ იზრდება კარგად, ან აქვს გახანგრძლივებული, მუდმივი ცხელება. ბავშვთა პრობლემების უმეტესობა არ არის მძიმე. თუმცა ძალიან იშვიათად, ოჯახები აღმოჩნდებიან ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის ტრაგედიის წინაშე – (SIDS).