ვირუსული ინფექციები (ბავშვთა ჯანმრთელობა) | მკურნალი.გე
  1. ვირუსული ინფექციები (ბავშვთა ჯანმრთელობა)
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
ვირუსული ინფექციები (ბავშვთა ჯანმრთელობა)

ვირუსული ინფექციები ხშირია ყველა ასაკში, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება ჩვილებსა და ბავშვებში. ბავშვთა ვირუსული ინფექციების უმრავლესობა არაა სერიოზული და მოიცავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა გაციება ყელის ტკივილით, ღებინება, დიარეა და ცხელება გამონაყარით. ზოგიერთი ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს უფრო სერიოზულ დაავადებას, როგორიცაა წითელა, ნაკლებად ხშირია ფართოდ გავრცელებული იმუნიზაციის შედეგად. ვირუსული ინფექციების ზოგიერთი ტიპი, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებში, განხილულია მოზრდილების ვირუსული ინფექციების თავში.

ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვების უმრავლესობა უმჯობესდება მკურნალობის გარეშე და ბევრი ვირუსული ინფექციის სიმპტომები იმდენად სპეციფიკურია, რომ ექიმი დიაგნოზს სვამს მათ საფუძველზე. ექიმს ხშირად არ სჭირდება ვირუსის ლაბორატორიული იდენტიფიცირება.

ბევრი ვირუსული ინფექცია იწვევს სიცხეს და სხეულის ტკივილს ან დისკომფორტს. ექიმები ამცირებენ ამ სიმპტომებს აცეტამინოფენით ან იბუპროფენით. ასპირინი არ არის ნაჩვენები ამ სიმპტომების მქონე ბავშვებში ან მოზარდებში, რადგან იგი ზრდის რეიეს სინდრომის განვითარების რისკს გარკვეული ვირუსული ინფექციის მქონე პირებში. ძირითადად, მშობლებს თავად შეუძლიათ გაარჩიონ, არის თუ არა ბავშვი ავად სერიოზული ინფექციით და სჭირდება თუ არა დაუყოვნებელი სამედიცინო ყურადღება. ეს პრაქტიკა შეიძლება გამოდგეს ბავშვებში, მაგრამ არა ჩვილებში.