თვალების დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თვალების დაავადებები
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
თვალების დაავადებები

დარღვევები, როგორიცაა თანდაყოლილი გლაუკომა და თანდაყოლილი კატარაქტა, რომლებსაც შეუძლია დააზიანოს მხედველობა, არც ისე ხშირია ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში. დარღვევები, რომლებიც ბავშვთა ასაკში მხედველობის დაზიანების და ამბლიოპიის (მხედველობის დაქვეითება) განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია, მოიცავს: ახლომხედველობას, შორსმხედველობას და ასტიგმატიზმს (ყველა განიხილება როგორც რეფრაქციის, ანუ გარდატეხის ცდომილება). ეს დარღვევები საჭიროებს სასწრაფო, გადაუდებელ მკურნალობას, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამბლიოპიის განვითარება. ამბლიოპია უვითარდება ბავშვების დაახლოებით 2-3%-ს და თითქმის ყოველთვის 2-3 წლამდე ვითარდება. თვალების არასწორი დგომა (სტრაბიზმი) გვხვდება ბავშვების დაახლოებით 3%-ში და მან, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა ამბლიოპიის გამო.

თვალის რუტინული გამოკვლევის გარდა, ექიმები, სტრაბიზმისა და რეფრაქციის ცდომილების დროულად გამოსავლენად (რომლებმაც შეიძლება ამბლიოპია გამოიწვიოს). იკვლევენ ბავშვებს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში. ვიზუალური პრობლემების შესაძლო არსებობის დროულად დასადგენად, სკრინინგი იწყება 3 წლიდან და გრძელდება სკოლის ასაკის პერიოდში.