თანდაყოლილი პერიოდული ცხელების სინდრომი | მკურნალი.გე
  1. თანდაყოლილი პერიოდული ცხელების სინდრომი
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
თანდაყოლილი პერიოდული ცხელების სინდრომი

თანდაყოლილი პერიოდული ცხელების სინდრომი არის თანდაყოლილი პათოლოგია, რომელიც პერიოდულად იწვევს ცხელების ეპიზოდებს და სხვა სიმპტომებს, რომლებიც არ არის გამოწვეული ბავშვთა ინფექციით ან სხვა ცნობილი დარღვევებით. ყველაზე ხშირად ეს სინდრომი მოიცავს შემდეგს:

  • ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება

  • პერიოდული ცხელება, აფტოზური სტომატიტი, ფარინგიტი და კისრის ადენიტები – ე.წ. PFAPA-ს სინდრომი

სხვა, შედარებით ნაკლები სიხშირის სინდრომები მოიცავს შემდეგს:

  • თანდაყოლილი კრიოპირონოპათიზი, როგორიცაა ოჯახური ავტოანთებითი სინდრომი, მაკლ-ველის სინდრომი და ნეონატალური მულტისისტემური ანთებითი დაავადება. ცხელების, გამონაყარისა და სახსრების ტკივილის ეპიზოდები პერიოდულად პროვოცირდება ცივ ტემპერატურაზე.

  • Hyper-IgD სინდრომი: ეს სინდრომი იწვევს მუცლის ტკივილს, ღებინებას ან დიარეას, თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს, გამონაყარს, ლიმფური ჯირკვლების შეშუპებას, წყლებს პირის ღრუსა და გენიტალიებზე, თანდართული შემცივნებითა და ცხელებით.

  • სიმსივნური ნეკროზის ფაქტორი, რეცეპტორ-ასოცირებული პერიოდული სინდრომი: ეს სინდრომი იწვევს კუნთების ტკივილის, მხრებისა და ფეხების შეშუპების, სახსრების ტკივილისა და გამონაყარის პერიოდულ შეტევებს, თანდართული ცხელებით.

  • პიოგენური ართრიტები, განგრენოზული პიოდერმა და აკნე, ე.წ. PAPA-ს სინდრომი.

სიმპტომები, ჩვეულებრივ, ბავშვობის პერიოდში იწყება. მხოლოდ ადამიანების 10%-ს უვითარდება სიმპტომები 18 წლის ასაკის შემდეგ. ადამიანებს პერიოდულად აღენიშნებათ ცხელებისა და ანთებითი პროცესების შეტევები, მაგრამ შეტევათა შორის თავს კარგად გრძნობენ.