სწავლისა და განვითარების დარღვევები | მკურნალი.გე
  1. სწავლისა და განვითარების დარღვევები
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
სწავლისა და განვითარების დარღვევები

განვითარების დარღვევები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტიურობის სინდრომი, აუტიზმის სპექტრის დარღვევები, სწავლის უნარის დარღვევა, და გონებრივი ჩამორჩენა/ინტელექტუალური შეზღუდვა ნევროლოგიური ტიპის ისეთი მდგომარეობებია, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს აღქმაზე, შეკავებაზე ან სპეციფიკური უნარ-ჩვევებისა და ინფორმაციის გამოყენებაზე. ის შეიძლება იწვევდეს ყურადღების, მეხსიერების, შეგრძნების, მეტყველების, პრობლემის გადაწყვეტის ან სოციალური ურთიერთობის დისფუნქციას. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი ფორმით და ადვილად სამართავი იყოს საგანმანათლებლო ჩარევით, ან გამოვლინდეს უფრო მძიმე ფორმით და ასეთ შემთხვევაში ბავშვებს დამატებითი ჩარევა ესაჭიროებათ.