ასაკის მატებასთან ერთად მრავალი ცვლილება ვითარდება. ნელ-ნელა, მეტად თუ ნაკლებად, ყველას უქვეითდება ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარი (ე.წ. ფუნქციური შესაძლებლობები). ამასთან, მოხუცები, ახალგაზრდებთან შედარებით, უფრო ხშირად ხდებიან ავად, უფრო მეტად აქვთ გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვა. დაბერებასთან დაკავშირებული ცვლილებები მარტო ჯანმრთელობას არ ეხება. ასაკის მატებას ისეთი მოვლენებიც ახლავს თან, რომლებიც რადიკალურად ცვლის ცხოვრებას. ამის მაგალითებია პენსიაზე გასვლა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ან საცხოვრებლის შეცვლა.
სიბერისთვის დამახასიათებელი მოვლენები ან წყალობად მიიჩნევა, ან განსაცდელად, რაც თავად ადამიანის უნარზეა დამოკიდებული;ის ან უმკლავდება, ან ეგუება ამ ცვლილებებს. მოხსენიებულს ხშირად ის განაპირობებს, თუ რამდენად ინარჩუნებს მოხუცებული კავშირს ოჯახთან და მეგობრებთან, საზოგადოებასთან, რა ფასეულებები და მიზნები აქვს მას. ზოგადად ხანდაზმულები საკმაოდ კარგად ეგუებიან იმ ცვლილებებს, რაც ამ ასაკში მათ ცხოვრებაში ხდება. შეგუება მნიშვნელოვნად შეიძლება გაადვილდეს წინასწარ დაგეგმვით და მომზადებით, ისევე როგორც, საჭიროების შემთხვევაში, სხვებისგან დახმარების მიღებით.