მოხუცთა მიმართ არასათანადო მოპყრობას უწოდებენ ხანდაზმული ადამიანისთვის ზიანის მომტან ან ზიანის საფრთხის შემცველ ქცევას. ის გულისხმობს ძალადობას ასაკოვან პირზე და, ასევე, მისდამი გულგრილობას.
მოხუცებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა მოიცავს მათთვის ზიანის მიყენებას (ძალადობა) და მათი საჭიროებების არაფრად ჩაგდებას (გულგრილობა). ასაკოვან ადამიანთა რიცხვის ზრდასთან ერთად ამ პრობლემის მნიშვნელობაც იზრდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ათასობით მოხუცებულს ეპყრობიან არასათანადოდ. ამას, როგორც წესი, ოჯახის წევრები სჩადიან, ხშირად ზრდასრული შვილი ან მეუღლე, რომლებიც წესით უნდა ზრუნავდნენ ხანდაზმულზე. ზოგჯერ მოხუცებულები არასათანადო მოპყრობას სპეციალისტებისგან განიცდიან, მაგალითად, მომვლელი ექთნისგან ან მოხუცებულთა სახლის, ან სხვა დაწესებულებების თანამშრომლებისგან. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ნებისმიერი ასაკოვანი ადამიანი შეიძლება გახდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. თუმცა, არასათანადო მოპყრობა უფრო ხშირია, როცა:
საზიანო ქცევა, აგრეთვე, უფრო ხშირია, თუ მისი ჩამდენი:
მომვლელებისთვის ხშირად მეტისმეტი აღმოჩნდება ხოლმე მოვლისთვის პასუხისმგებლობა; ისინი სათანადოდ არ არიან მომზადებულნი ან არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსი, არ იციან, რას უნდა მოელოდნენ; დაკისრებული მოვალეობის გამო შესაძლოა მოწყდნენ ჩვეულ გარემოს, საქმიანობას და ადამიანებს, რაც ზოგჯერ კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას და არასათანადო მოპყრობის რისკს. ბევრ მომვლელს სულაც არ უნდა მოხუცებულისთვის ვნების მოტანა, ზოგი შეიძლება ვერც კი აცნობიერებს, რომ ამას სჩადის.
ბევრი ასაკოვანი ადამიანი, რომელიც არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, დახმარებას არ თხოულობს სხვადასხვა მიზეზების გამო. ზოგი ამას ფიზიკურად ვერ ახერხებს, ზოგს ეშინია, უფრო მეტი ზიანი არ მიაყენონ, არ მიატოვონ ან მოხუცებულთა სახლში გადასვლა არ მოუწიოს. თუ ამას მომვლელები აკეთებენ, ხანდაზმულებს შეიძლება თავი მათზე დამოკიდებულად მიაჩნდეთ ან მათი დაცვის სურვილი ჰქონდეთ, რადგან ზოგ შემთხვევაში ეს ადამიანები მათი შვილები არიან. მოხუცებს შესაძლოა რცხვენოდეთ ამის აღიარების.
არასათანადო მოპყრობის შედეგების გარჩევა სხვა პრობლემებისგან ხშირად რთულია. მაგალითად, როცა ასაკოვან პაციენტს ბარძაყი აქვს მოტეხილი, ექიმებმა შეიძლება ვერც მოახერხონ იმისი დაზუსტება, მოტეხილობის მიზეზი ფიზიკური ძალადობაა თუ ოსტეოპოროზი და დაცემა, თუ ორივე ერთად (რაც გაცილებით უფრო ხშირია). გარდა ამისა, თუ მოხუცებულს ცნობიერება დაბინდული აქვს, შესაძლოა მისი წუხილი არასათანადო მოპყრობის გამო სერიოზულად არავინ აღიქვას.
ზემოხსენებული მიზეზების გამო ექიმები, ექთნები, სოციალური მუშაკები, მეგობრები და ოჯახის წევრები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ხანდაზმული ადამიანი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.