პირველადი დახმარება | მკურნალი.გე
  1. პირველადი დახმარება
  2. დაზიანებები და მოწამვლები
პირველადი დახმარება

პირველადი დახმარების მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, ტრავმის შედეგებისა და დაავადების მიმდინარეობის გაუარესების თავიდან აცილება, სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ხელშეწყობა. წინამდებარე თავში განხილულია პირველადი დახმარება გულის გაჩერების, გაგუდვის, სისხლდენის, მცირე ზომის ჭრილობებისა და რბილი ქსოვილების მცირე დაზიანების დროს. სხვა თავებში საუბარი იქნება პირველად დახმარებაზე წყალში დახრჩობის, სითბური დაკვრის, სხეულის გადაცივების (ჰიპოთერმია), მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსია), ზურგის ტვინის ტრავმის, სისხლში შაქრის დონის დაქვეითების (ჰიპოგლიკემია), მოწამვლის, კრუნჩხვების, მწერის ნაკბენის, ნაკბენი ჭრილობის, დამწვრობის, თვალების ქიმიური დამწვრობის, მოტეხილობის, მოყინვის, ცხვირიდან სისხლდენის, ნაღრძობის და კბილის მოვარდნის დროს.