ადამიანები, როგორც ცნობილია, თბილსისხლიანებს მიკუთვნებიან. შესაბამისად, მათი სხეულის ტემპერატურა მეტ-ნაკლებად მუდმივია, მერყეობა 1-2 გრადუსს არ აღემატება. პირის ღრუში (ორალურად) გაზომვისას ტემპერატურა 37ºC-ის, ხოლო სწორ ნაწლავში (რექტალურად) გაზომვისას 38ºC-ის ფარგლებშია, მიუხედავად გარემოს ტემპერატურის ცვლილებებისა. სხეულის ტემპერატურის მუდმივობა ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. მისმა მკვეთრმა ცვლილებამ, როგორც მომატებამ, ისე დაქვეითებამ, შესაძლოა ორგანიზმის სერიოზული დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ტემპერატურის რეგულირება: ორგანიზმი ტემპერატურას სითბოს წარმოქმნით და მისი გაცემით არეგულირებს.
სხეულში სითბოს წარმოქმნის ერთ-ერთი გზაა ქიმიური რეაქციები (მეტაბოლიზმი), რომელთა მეშვეობით საკვების სახით მიღებული ნივთიერებები ენერგიად გარდაიქმნება. სითბოს კიდევ ერთი წყაროა კუნთების მუშაობა ფიზიკური აქტივობის დროს.
ორგანიზმის გაგრილება სითბოს გამოყოფით არის შესაძლებელი, რაც სითბოს გამოსხივებით ან ოფლის გამოყოფით ხორციელდება. გამოსხივება გულისხმობს სითბოს გადანაცვლებას ცხელი გარემოდან გრილისკენ. ეს სხეულის ტემპერატურის დაქვეითების ძირითადი გზაა, როდესაც ორგანიზმის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურას აღემატება. საოფლე ჯირკვლების მიერ ოფლის გამოყოფა, რის შემდეგაც ოფლის აორთქლების გამო კანი გრილდება, ორგანიზმიდან სითბოს გამოყოფის მეორე ძირითადი გზაა იმ შემთხვევებში, როდესაც გარემოს ტემპერატურა სხეულის ტემპერატურას უახლოვდება და ფიზიკური დატვირთვის დროს. ამავე დროს, თუ გარემოში ტენიანობა მაღალია (ნესტიანი ჰავა) ოფლის აორთქლება მცირდება, რის გამოც ოფლის გამყოფის ეფექტურობაც შემცირებულია, შესაბამისად ტენიან გარემოში ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმს სითბოს გამოყოფა უჭირს.
თერმული დარღვევები: თერმული დარღვევების რამდენიმე სახე არსებობს:
აღნიშნული დარღვევების დროს კლინიკური გამოვლინებები განსხვავებულია და დამოკიდებულია სითბური ზემოქმედების ხანგრძლივობაზე და სხეულში სითხისა და მარილების მარაგის მოცულობაზე. გადახურების დროს ორგანიზმი იწყებს ოფლის ინტენსიურ გამოყოფას, რასაც სითხის დაკარგვა და წნევის ციფრების დაქვეითება ახლავს თან. იწყება კუნთების ტკივილი. თუ სხეულის ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ მოწესრიგდა და მაღალი დარჩა, შინაგანი ორგანოების სერიოზული დაზიანებებია მოსალოდნელი.
თერმული დარღვევები შეპირობებულია სითბოს ჭარბი პროდუქციით, მისი გაცემის არაეფექტურობით ან ორივე დარღვევის თანაარსებობით.
სითბოს გაძლიერებული წარმოქმნა შეიძლება გამოიწვიოს:
სითბოს არაეფექტური კარგვა ხშირია ტენიან ცხელ გარემოში, ამასთანავე შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი მდგომარეობების დროს:
გადახურების ალბათობა მაღალია, როდესაც ადამიანის ორგანიზმზე უეცრად იწყება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება. ასე მაგალითად, როცა ზაფხულის ცხელ ამინდში ბავშვი რჩება დახურულ მანქანაში, სადაც ტემპერატურა 15 წუთში შესაძლოა გაიზარდოს 27º-დან 49ºC-მდე. მაღალი გარემო ტემპერატურის და და ტენიანობის ხანგრძლივი ზემოქმედებისას ორგანიზმს შესწევს უნარი უკეთ შეეგუოს და შეინარჩუნოს სხეულის ნორმალური ტემპერატურა. ამ პროცესს აკლიმატიზაცია ეწოდება. აკლიმატიზაციის პროცესი გაცილებით უადვილდებათ ახალგაზრდა, ფიზიკურად აქტიურ პირებს, ხანშიშესულ, ფიზიკურ აქტივობას მოკლებულ პირებთან შედარებით.
ფაქტორები, რომლებიც ზრდის სითბური ზემოქმედების შედეგად განვითარებული დარღვევების ალბათობას:
სითბოს შეგრძნება და მისგან გამოწვეული დისკომფორტი საუკეთესო სტიმულია სითბოსგან თავის დასაღწევად. დაუშვებელია ბავშვების მარტო დატოვება, დახურულ გაუნიავებელ გარემოში, მაგალითად, გადახურებული მანქანის სალონში თუნდაც რამდენიმე წუთით. მკვეთრად მაღალი გარემო ტემპერატურის დროს მოხუცებისა და ბავშვების სამყოფელი სავენტილაციო საშუალებებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სიცხის დროს ტენიან გარემოში სასურველია თხელი, ფართო, გრილი ტანისამოსის ტარება, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს, მაგალითად, ბამბის ნაწარმისგან დამზადებული სამოსი. ოფლის საშუალებით სითხისა და მარილის დანაკარგი უნდა შეივსოს სითხის და ზომიერად მარილიანი პროდუქტების მიღებით, როგორიც არის სასმელები, მარილიანი ტომატის წვენი ან გრილი ბულიონი. ალკოჰოლური სასმელები არ წარმოადგენენ სითხის საუკეთესო ჩანაცვლების საშუალებას.
ფიზიკური გადაძაბვა სიცხის დროს მაღალი გარემო ტემპერატურის პირობებში რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება. თუ ფიზიკური დატვირთვა სიცხის პირობებში გარდაუვალია, დიდი რაოდენობით დამატებითი სითხის მიღება, სხეულის და კანის ხშირი დატენიანებამ წყლით, შესაძლოა დაეხმაროს ორგანიზმს ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში. სითხის ადეკვატურად შესავსებად სითხის განუწყვეტელი მიღება, მაშინაც კი, როცა ადამიანს წყურვილის შეგრძნება არ აქვს. ფიზიკური აქტივობის ან ვარჯიშის შემდეგ დაკარგული წონა დეჰიდრატაციის ხარისხის მაჩვენებელია. პირი რომელმაც სიცხეში ფიზიკური აქტივობის დროს დაკარგა სხეულის მასის 2-3%, საჭიროებს დამატებით სითხის იმ მოცულობით მიღებას, რომლის შედეგადაც, სხეულის მასა 1 კილოგრამით გადააჭარბებს საწყის მაჩვენებელს. დამატებით მისაღები სითხე უნდა გადანაწილდეს მეორე დღის დადგომამდე. პირმა რომელმაც ფიზიკური დატვირთვისას დაკარგა სხეულის მასის სულ მცირე 4%, მეორე დღეს თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური აქტივობისგან.
ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში, რომლებიც ტარდება ღია ცის ქვეშ ცხელ ამინდში, დიდი რაოდენობით სითხეს იღებენ ხოლმე, რაც შესაძლოა სისხლში ნატრიუმის ზომაზე მეტად განზავების მიზეზი გახდეს (ამ მდგომარეობას ჰიპონატრიემია ეწოდება). ამ მდგომარეობამ შეიძლება კრუნჩხვები და ზოგჯერ სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მარილის დამატებით მიღება საკვების ან სითხის სახით სავარაუდოდ მოაგვარებს მოხსენიებულ პრობლემას. გარდა ამისა, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ბევრი სასმელი შეიცავს საკმარისი რაოდენობით მარილს; მათი მიღება ასევე აღადგენს სისხლში მარილის კონცენტრაციას.
ცხელ ამინდში ფიზიკური დატვირთვის თანდათანობით ზრდა აკლიმატიზაციის საუკეთესო საშუალებაა და შესაძლებელს ხდის სიცხეში ფიზიკური აქტივობის უსაფრთხოდ განხორციელებას. დატვირთვის საწყისი ეტაპი გულისხმობს 15 წუთის განმავლობაში ზომიერ ფიზიკურ აქტივობას (ოფლის გამოყოფის სტიმულაციით), რომელიც ყოველდღიურად იზრდება და 10-14 დღეში 90 წუთს აღწევს, ისე, რომ ორგანიზმს გადახურების საფრთხე არ ექმნება.