უცნობი მიზეზით გამოწვეული დაავადებები | მკურნალი.გე
  1. უცნობი მიზეზით გამოწვეული დაავადებები
  2. საგანგებო საკითხები
უცნობი მიზეზით გამოწვეული დაავადებები

ბევრ ადამიანს აქვს ისეთი დაავადებები, რომელთა მიზეზიც დადგენილი არ არის. ზოგი ექიმი ფიქრობს, რომ ეს პათოლოგიები ფსიქოლოგიური ფაქტორებითაა გამოწვეული. ზოგს მიაჩნია, რომ მათი მიზეზი ინფექციები (მაგ. ვირუსული), ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები ან დარღვევებია იმუნურ სისტემაში. ამ დავადებებიდან არც ერთის გამომწვევი არაა დადგენილი დღემდე, თუმცა, ბევრ პაციენტს მრავალი კვლევა და უცნობი შედეგის მკურნალობა უტარდება დიაგნოსტიკისა და სიმპტომების შემსუბუქების მიზნით, რაც საკმაოდ დიდ დროსა და დანახარჯებს მოითხოვს. ზოგ პაციენტს, რომელსაც, სავარაუდოდ, ასეთი ტიპის დაავადება აქვს, შესაძლოა სინამდვილეში რაიმე გავრცელებული პათოლოგია ჰქონდეს განვითარების ადრეულ ეტაპზე (სანამ ტიპური სიმპტომები გამოვლინდებოდეს) ან უჩვეულო მიმდინარეობით.