სარგებელი და რისკი | მკურნალი.გე
  1. სარგებელი და რისკი
  2. წამლის არასასურველი მოქმედება
  3. წამლები
სარგებელი და რისკი

ყველა მედიკამენტს აქვს ორგანიზმზე სასარგებლო ან საზიანო მოქმედების გამოწვევის უნარი. როცა ექიმი რაიმე წამლის დანიშვნას აპირებს, მან ჯერ უნდა აწონ-დაწონოს და შეადაროს მოსალოდნელი რისკები მოსალოდნელ სარგებელს. მედიკამენტის დანიშვნა გამართლებული არ არის, თუკი სავარაუდო სარგებელი ზიანის შესაძლო რისკებს ვერ გადაწონის. ექიმმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რა მოხდება წამლის არმიღების შემთხვევაში. შეუძლებელია, მოსალოდნელი რისკები და სარგებელი მათემატიკური სიზუსტით განისაზღვროს.

წამლის დანიშვნამდე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს დაავადების სიმძიმე და ის, თუ რა გავლენას ახდენს იგი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. მაგალითად, შედარებით მსუბუქი დარღვევების მკურნალობისას, როგორიცაა ხველა და გრიპი, კუნთის დაჭიმვა ან იშვიათი თავის ტკივილი, წამლის გვერდითი მოვლენების მხოლოდ ძალიან დაბალი რისკია მისაღები. ასეთი სიმპტომებისთვის ხშირად საკმაოდ ეფექტურია და კარგად აიტანება ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებები. მსუბუქი დარღვევების სამკურნალოდ და მითითებების მიხედვით გამოყენებისას, ასეთ მედიკამენტებს საკმაოდ ფართო თერაპიული ზონა აქვთ (სხვაობა ჩვეულ, ეფექტურ დოზასა და იმ დოზას შორის, რომელიც მძიმე გვერდით რეაქციებს იწვევს). ამის საპირისპიროდ, სერიოზული ან სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების დროს (მაგ. გულის შეტევა, ინსულტი, ავთვისებიანი სიმსივნე ან გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქცია), ჩვეულებრივ, მისაღებია წამლის გვერდითი მოვლენების უფრო მაღალი რისკიც.