ტრადიციულ წამლებს ხშირად დაბალმოლეკულურსაც უწოდებენ, რადგან მათი აქტიური ნაწილი, როგორც წესი, ცალკეული, მარტივი ქიმიური ნივთიერებაა. ბიოლოგიური საშუალებები რთული ნაერთებია, რომლებიც ვირუსებისგან, სისხლისგან, ორგანიზმის ქსოვილებისგან, ანტისხეულებისგან, ტოქსინებისა და ანტიტოქსინებისგან, ვაქცინებისგან და დაავადებების სამკურნალო მსგავსი წყაროებისგან მიიღება.
დღემდე ვერ ხერხდებოდა ასეთი ბიოლოგიური საშუალებების გენერიკული ვარიანტების შექმნა, რადგან მათი წარმოების პროცესიც საკმაოდ რთულია და შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრაც. ფარმაცევტულ კომპანიებს ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა, მიეღოთ ნებართვა ბიოლოგიური ნივთიერებების, მაგ. ადამიანის ზრდის ჰორმონის გენერიკული ვარიანტების წარმოებაზე. თუმცა, FDA-ს მოთხოვნით ამ კომპანიებს მოუწევდათ ისეთი პროცედურების გავლა, როგორიც სრულიად ახალი წამლის შექმნის შემთხვევაშია სავალდებულო და არა გამარტივებულის, რაც გენერიკული მედიკამენტების წარმოებისთვის მოეთხოვებათ მათ. მეცნიერების წინსვლით ალბათ მომავალ რამდენიმე წელში შესაძლებელი გახდება ბიოლოგიური საშუალებების გენერიკული ვარიანტების შექმნაც. ამის დადებითი მხარე მწარმოებლებისთვის, მომხმარებლებისა და ფარმაცევტული ფირმებისთვის ისაა, რომ ამ საშუალებების ურთიერთშეცვლა თავისუფლად მოხდება და მათ შორის გაჩაღდება კონკურენცია კლინიკების ან ჯანმრთელობის დაზღვევის წამლების სიაში მოსახვედრად. ამჟამად სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის მასტიმულირებელი ბიოლოგიური მედიკამენტის, ეპოეტინის რამდენიმე ორიგინალი ვარიანტი არსებობს, რომლებიც ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ ყველა ის უპირატესობა, რაც გენერიკულ, ბიოეკვივალენტურ წამლებს ახასიათებს.