ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები
  2. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები

ღვიძლი მისთვის საჭირო ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იმ სისხლის მეშვეობით იღებს, რომელიც მასთან მიდის ორი დიდი სისხლძარღვის საშუალებით. კარის ვენა ღვიძლს საჭირო სისხლის რაოდენობის 2/3-ით ამარაგებს. ეს სისხლი შეიცავს ჟანგბადსა და ბევრ საკვებ ნივთიერებას, რომელიც ნაწლავებიდან ღვიძლში გადასამუშავებლად გადაიტანება. მეორე სისხლძარღვი – ღვიძლის არტერია, ღვიძლს საჭირო სისხლის რაოდენობის 1/3-ს აწვდის. ეს ჟანგბადით მდიდარი სისხლი მოდის გულიდან და ამარაგებს ღვიძლს მისთვის საჭირო ჟანგბადის რაოდენობის ნახევრით. ორი სისხლძარღვიდან მომარაგება ღვიძლის დაცვას უწყობს ხელს: თუ ამ სისხლძარღვებიდან რომელიმე დაზიანდა, ღვიძლი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, რადგან ის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს სისხლის სხვა წყაროდან მიიღებს.

სისხლი ღვიძლს ღვიძლის ვენებით ტოვებს. ეს სისხლი არის ღვიძლის არტერიის სისხლისა და პორტული ვენის სისხლის ნარევი. ღვიძლის ვენებიდან სისხლი მიემართება ქვემო ღრუ ვენაში (ორგანიზმის ყველაზე დიდი ვენა), რომელსაც შემდეგ სისხლი მუცლიდან და ქვედა კიდურებიდან გულის მარჯვენა ნაწილში გადააქვს. ღვიძლის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ჩვეულებრივ, არაადეკვატური სისხლის მიმოქცევის შედეგია.

  • თუ სისხლის ღვიძლისკენ დინება (და შესაბამისად ჟანგბადით მომარაგება) არ არის შესაბამისი, ვითარდება იშემია.

  • თუ სისხლის გამოდინება ღვიძლიდან არაადეკვატურია, სისხლი გროვდება ღვიძლში და იწვევს შეგუბებას.

მაგალითად, გულის უკმარისობის დროს სისხლის მიდინება ღვიძლამდე (ტუმბოს უკმარისობა) და გამოდინება ღვიძლიდან (შეგუბება) არაადეკვატურია და ორივემ შესაძლოა იშემია გამოიწვიოს. სისხლის შედედების დარღვევის მქონე ადამიანებში სისხლის მიდინება ღვიძლამდე თრომბით შევიწროებული კარის ვენის გავლით ან ღვიძლიდან გამოდინება ღვიძლის ვენებით შესაძლოა შენელდეს ან შეჩერდეს.