ღვიძლი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. ღვიძლი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)
ღვიძლი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)

ღვიძლი დიდი ზომის ორგანოა, რომელიც მრავალ ფუნქციას ასრულებს; მათგან მხოლოდ რამდენიმეა დაკავშირებული საჭმლის მონელებასთან.

საკვები ნივთიერებები შეიწოვება ნაწლავის კედელში, რომელიც უამრავ პატარა სისხლძარღვს (კაპილარს) შეიცავს. ეს კაპილარები ჩაედინება ვენებში, რომლებიც უერთდება უფრო დიდ ვენებს და ღვიძლში შედის კარის ვენის სახით. კარის ვენა ღვიძლის შიგნით იყოფა პატარა სისხლმილებად, რომელთა მიერ მიწოდებული სისხლი ღვიძლში მუშავდება.

სისხლის დამუშავება ღვიძლში ორი გზით ხდება: ბაქტერიების აგრეთვე, ნაწლავებიდან შეწოვილი სხვა უცხო ნაწილაკების მოცილებით; საკვები ნივთიერებების შემდგომი დაშლით იმ დონემდე, რომ სხეულმა შეძლოს მათი გამოყენება. ზემოხსენებულს ღვიძლი სწრაფად ახორციელებს. ამის შემდეგ საკვები ნივთიერებებით გაჯერებული სისხლი ღვიძლიდან სისხლის მიმოქცევის ძირითად ნაკადში გადადის.

ორგანიზმში ქოლესტერინის საერთო რაოდენობის ნახევარი ღვიძლში წარმოიშობა, დანარჩენი კი საკვებით მიიღება. ღვიძლში წარმოებული ქოლესტერინის 80% გამოიყენება ნაღვლის გამოსამუშავებლად. გამოყოფილი ნაღველი ნაღვლის ბუშტში გროვდება, მისი გამოყენების საჭიროების დადგომამდე.