სწორი ნაწლავი არის ღრუ, რომელიც იწყება მსხვილი ნაწლავის ბოლოში – სიგმოიდური კოლინჯის გაგრძელებაა და მთავრდება ანუსთან. ჩვეულებრივ, სწორი ნაწლავი ცარიელია, რადგან განავალი უფრო მაღლა გროვდება – დასწვრივ კოლინჯში. დასწვრივი კოლინჯის გადავსების შემდეგ განავალი გადადის სწორ ნაწლავში, რაც ნაწლავების მოქმედების (დეფეკაციის) ძლიერ სურვილს იწვევს. მოზრდილებს და უფროსი ასაკის ბავშვებს აქვთ ამ სურვილის დაოკების უნარი საპირფარეშოში შესვლამდე, ჩვილები და პატარა ბავშვები კი ამ უნარს მოკლებულნი არიან, ვინაიდან არ შეუძლიათ კუნთების კონტროლი, რაც აუცილებელია ნაწლავების მოქმედების შესაკავებლად.
ანუსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ბოლოში მდებარე ხვრელია, რომლის მეშვეობითაც განავალი ტოვებს ორგანიზმს. ანუსი შექმნილია, ნაწილობრივ, სხეულის ზედაპირული შრეებით, მათ შორის კანით, ნაწილობრივ – ნაწლავით. ანუსი კანის გაგრძელებით არის დაფარული. კუნთოვანი რგოლი (ანალური სფინქტერი) ანუსს ნაწლავის მოქმედების დაწყებამდე დახურულ მდგომარეობაში ინარჩუნებს.