პილონიდური დაავადება | მკურნალი.გე
  1. პილონიდური დაავადება
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პილონიდური დაავადება

პილონიდური დაავადება თმით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც აზიანებს კანს დუნდულოებს შორის მდებარე ღარის ზედა არეში.

პილონიდური აბსცესი ინფექციის კერაში ჩირქის დაგროვებაა. პილონიდური სინუსი ქრონიკული დრენირებადი ჭრილობაა.

პილონიდური დაავადება ძირითადად ახალგაზრდებში ვითარდება, ძირითადად თმიან თეთრკანიან კაცებში; მაგრამ შესაძლებელია ქალებშიც განვითარდეს. პილონიდური სინუსი ტკივილს და შეშუპებას იწვევს. პილონიდალური დაავადების სხვა ინფექციებისგან განსასხვავებლად, ინფიცირებულ ადგილას ან მის გვერდზე ექიმი ეძებს ჩაღრმავებას – მცირე ზომის ხვრელს.

პილონიდური აბსცესი ექიმის მიერ უნდა გაიჭრას და ჩირქი გამოიდევნოს. ხშირად პილონიდური სინუსი ქირურგიული გზით უნდა ამოიკვეთოს.