საყლაპავის არაავთვისებიანი სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. საყლაპავის არაავთვისებიანი სიმსივნეები
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
საყლაპავის არაავთვისებიანი სიმსივნეები

საყლაპავის არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) სიმსივნეები იშვიათია. ის, ჩვეულებრივ, უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ზიანის მომტანი. არაავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი ფორმაა ლეიომიომა – გლუვი კუნთის სიმსივნე. ის ყველაზე ხშირად გვხვდება 30-60 წლის ასაკში. ლეიომიომის უმეტესობა პატარა ზომისაა და მკურნალობას არ საჭიროებს. ლეიომიომების მცირე ნაწილი იმდენად დიდი იზრდება, რომ შეუძლია გამოიწვიოს საყლაპავის მილის ნაწილობრივი დახურვა (ობსტრუქცია), რაც ყლაპვის გაძნელებასა (დისფაგია) და ტკივილს ან დისკომფორტს იწვევს. ანალგეტიკებმა (ტკივილგამაყუჩებლებმა) პაციენტს შეიძლება დროებითი შვება მოჰგვაროს, მაგრამ სიმპტომის მუდმივი მოხსნისთვის საჭიროა სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთა. სხვა ტიპის არაავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება (ფიბროვასკულური პოლიპი) ან ნერვული ქსოვილიდან ვითარდება (შვანომა), იშვიათად გვხვდება.