კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კუჭის არაავთვისებიანი სიმსივნეები

კუჭის არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) სიმსივნეები იშვიათად იწვევს სიმპტომებსა და ჯანმრთელობის პრობლემებს. ამიტომ ხშირად მათი დიაგნოზი არ ისმება და მკურნალობაც არ ტარდება. თუმცა, ზოგჯერ ისინი იწვევს სისხლდენას და მათი მოცილება ხდება ენდოსკოპით (დრეკადი დასათვალიერებელი მილი – ენდოსკოპი, პირიდან თავსდება საყლაპავში მის დასათვალიერებლად) ან ქირურგიული ჩარევით.

კუჭის პოლიპი არაავთვისებიანი მრგვალი წარმონაქმნია, რომელიც კუჭის ღრუში იზრდება და არც ისე ხშირად გვხვდება. შეიძლება მოხდეს მისი კიბოდ გარდაქმნა (რის გამოც ის კიბოსწინარე წარმონაქმნია). პოლიპის ამოკვეთა, როგორც წესი, ენდოსკოპის საშუალებით ხდება. უშუალოდ წარმონაქმნზე ზემოქმედებენ ელექტრული დენით (ელექტროკაუტერიზაცია), მაღალი ტემპერატურით (თერმული ობლიტერაცია) ან მაღალი ენერგიის სინათლის სხივით (ლაზერული ფოტოთერაპია), რაც ენდოსკოპის საშუალებით ხორციელდება.