წვრილი ნაწლავის არაავთვისებიანი სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. წვრილი ნაწლავის არაავთვისებიანი სიმსივნეები
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
წვრილი ნაწლავის არაავთვისებიანი სიმსივნეები

წვრილი ნაწლავის სიმსივნეების უმეტესობა არაავთვისებიანია (კეთილთვისებიანი). ეს სიმსივნეები მოიცავს ცხიმოვანი (ლიპომა), ნერვული (ნეიროფიბრომა), შემაერთებელქსოვილოვანი (ფიბრომა) და კუნთოვანი (ლეიომიომა) უჯრედების სიმსივნეებს.

წვრილი ნაწლავის არაავთვისებიან სიმსივნეთა უმეტესობა სიმპტომებს არ იწვევს. თუმცა, დიდი ზომის სიმსივნეებს შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლიანი განავალი, ნაწლავის ნაწილობრივი ან სრული ობსტრუქცია ან ნაწლავის სტრანგულაცია (გადახლართვა), თუ ნაწლავის ერთი ნაწილი ჩაინერგება მოსაზღვრე ნაწილში (მდგომარეობა, რომელსაც ინვაგინაცია ეწოდება).

პატარა ზომის არაავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება მოსცილდეს დრეკადი დასათვალიერებელი მილის (ენდოსკოპის) საშუალებით, რომელიც ნაწლავში შეჰყავთ. მკურნალობის ეს მეთოდი მოიცავს ელექტრული დენით (ელექტროკაუტერიზაცია) ან მაღალი ტემპერატურით (თერმული ობლიტერაცია), ან მაღალი ენერგიის სინათლის სხივის (ლაზერული ფოტოთერაპია) საშუალებით წარმონაქმნზე პირდაპირ ზემოქმედებას. დიდი წარმონაქმნების მოსაცილებლად შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.