თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები

თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა მათი სისხლით მომარაგების უწყვეტობა. სისხლის ნაკადის შეფერხება ან შემცირება მათ დაზიანებას, ფუნქციის დაქვეითებას, ხოლო მოხსენიებულის გახანგრძლივების შემთხვევაში, არტერიული წნევის მომატებას იწვევს. როდესაც თირკმლის სისხლით მკვებავ არტერიაში სისხლის ნაკადი წყდება, მთლიანად ორგანო ან მისი ნაწილი, რომელიც ამ არტერიით მარაგდება, კვდება (თირკმლის ინფარქტი). ინფარქტმა შესაძლოა თირკმლების უკმარისობა გამოიწვიოს.

თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების მიზეზები მრავალია, მათ შორისაა თირკმლის არტერიების ან ვენების დახშობა, სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), თირკმლების ან სისხლძარღვების ტრავმა ან სხვა დაავადებები. მაგალითად, სისტემურმა სკლეროზმა (სკლეროდერმიამ) და ნამგლისებრუჯრედოვანმა ანემიამ შეიძლება ისე დააზიანოს თირკმელი, რომ მისი ქრონიკული უკმარისობა განვითარდეს. სისტემური სკლეროზის დროს თირკმლების დაზიანებამ შესაძლოა ავთვისებიანი ჰიპერტენზია გამოიწვიოს.