თირკმლების მილაკოვანი და ცისტური დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თირკმლების მილაკოვანი და ცისტური დაავადებები
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლების მილაკოვანი და ცისტური დაავადებები

თირკმლები ფილტრავს და წმენდს სისხლს, არეგულირებს წყლის, მასში გახსნილი მარილების (ელექტროლიტები – ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი) და ნუტრიენტების ბალანსს. თირკმლებში სისხლი უწვრილესი, ფორებიანი სისხლძარღვებით წარმოდგენილ გორგალში – გლომერულაში – მიედინება. წყლის, ელექტროლიტებისა და ზოგი ნივთიერების დიდი ნაწილი სისხლძარღვებიდან უმცირეს მილაკებში გაიჟონება. ამის შემდეგ მილაკების ამომფენი უჯრედები საჭირო რაოდენობის წყალს, ელექტროლიტებსა და ნუტრიენტებს (გლუკოზა, ამინომჟავები) უკან შეიწოვენ სისხლში. ამ უჯრედების ფუნქციაა ზოგიერთი ნარჩენი ნივთიერებისა და მედიკამენტის სისხლიდან გაფილტრულ სითხეში გადასვლის უზრუნველყოფაც. სწორედ ეს სითხეა შარდი. მოხსენიებული პროცესები უმცირეს მილაკებში სითხის გადაადგილებისას მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამ უჯრედების მეშვეობით ემატება სითხის ნაკადს ჰორმონები, რომლებიც არეგულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას (ერითროპოეტინი), არტერიულ წნევას და ელექტროლიტების ბალანსს.

თირკმლის მილაკების დაავადებები სწორედ ამ უწვრილესი წარმონაქმნების ამომფენ უჯრედებს აზიანებს. ცისტური დაავადებების დროს თირკმელში სითხის შემცველი "ბუშტუკები", ცისტები წარმოიქმნება. ამ ცისტებით ხდება ნორმალური ფუნქციონირებადი მილაკების ჩანაცვლება, მათზე ზეწოლა, რაც შეუძლებელს ხდის უჯრედების ნორმალურად ფუნქციონირებას. ბევრი ასეთი დაავადება გენეტიკურია, ზოგი მათგანი დაბადებისთანავე ვლინდება, ზოგი კი – რამდენიმე წლის შემდეგ.