ჰემანგიომა | მკურნალი.გე
  1. ჰემანგიომა
  2. ღვიძლის სიმსივნეები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ჰემანგიომა

ჰემანგიომა არის ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება უამრავი პათოლოგიური სისხლძარღვისგან.

აშშ-ში მოზარდების 1-5%-ს აქვს მცირე ზომის ჰემანგიომები, რომლებიც უსიმპტომოა. ამ სიმსივნეების აღმოჩენა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მიზეზით ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT). ეს სიმსივნეები მკურნალობას არ საჭიროებს.

ჰემანგიომები, რომლებიც სიმპტომებს იწვევს, ძალზე იშვიათია. ჩვილებში ჰემანგიომები თვითონ ქრებიან. თუმცა, ზოგჯერ დიდი ზომის ჰემანგიომებს ახასიათებთ სიმპტომები, როგორიცაა სისხლის გაძლიერებული შედედება და გულის უკმარისობა. ეს სიმსივნეები მკურნალობას საჭიროებენ, რაც მოიცავს წამლებს და პროცედურას, რომელიც შეაჩერებს ჰემანგიომისთვის სისხლის მიწოდებას; ზოგჯერ საჭიროა ოპერაციაც.