შარდის ბუშტი (თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. შარდის ბუშტი (თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია)
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
შარდის ბუშტი (თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია)

შარდის ბუშტი კუნთოვანი კედლების მქონე, ელასტიკური ორგანოა.

შარდის ბუშტი, მასში შარდის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ზომაში იმატებს. გავსებისას ნერვული სიგნალები ტვინში იგზავნება და მოშარდვის სურვილი აღმოცენდება. შარდვისას ბუშტისა და შარდსადენის საზღვართან არსებული სფინქტერი იხსნება და შარდი გაედინება. ამასთან ერთად, ავტომატურად იკუმშება შარდის ბუშტის კედელიც, რაც შარდის გადინებისთვის საჭირო წნევას ქმნის. მუცლის კედლის კუნთების ნებელობით შეკუმშვაც ხელს უწყობს ამას და ზრდის წნევას. შარდის ბუშტის კედელში მოთავსებული შარდსაწვეთის ქვედა ბოლოები შეკუმშვის დროს მჭიდროდაა დახურული, რათა შარდი უკან არ დაბრუნდეს თირკმლებისკენ.