თირკმლის არტერია ორია, ერთი მარჯვენა თირკმელს ამარაგებს სისხლით, მეორე – მარცხენას. ისინი შემდეგ უფრო პატარა სისხლძარღვებად იტოტება. ერთ-ერთის ან ორივეს თანდათანობითმა შევიწროებამ შეიძლება არტერიული წნევის მომატება ან მანამდე კონტროლირებადი ჰიპერტენზიის მიმდინარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ზოგჯერ წნევის დამწევი საშუალებით მკურნალობაც უეფექტოა. არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის, ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორის ბლოკატორის ან რენინის ინჰიბიტორის გამოყენებამ თირკმლების ფუნქცია შეიძლება სწრაფად გააუარესოს. ამ მედიკამენტების მიღების დროულად შეწყვეტით შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება.
თირკმლის არტერიის, მისი დიდი ან საშუალო ზომის ტოტის სრული დახშობა იშვიათია და მაშინ ხდება, როცა ორგანიზმის სხვა ნაწილიდან სისხლის ნაკადით გადმოტანილი სისხლის შენადედი (ემბოლია) დააცობს თირკმლის არტერიას. ხშირად ასეთი შენადედები გულში არსებული უფრო დიდი შენადედიდან ან აორტის კედელზე არსებული ცხიმოვანი დანალექიდან, ათერომიდანაა მოწყვეტილი.
არტერია ტრავმის შედეგად მასშივე წარმოქმნილი შენადედითაც შეიძლება დაიხშოს, მაგალითად, უეცარი დაზიანებისას სამედიცინო პროცედურის, ოპერაციის, ანგიოგრაფიის ან ანგიოპლასტიკის დროს. შენადედის წარმოქმნა თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზით, არტერიიტით (არტერიების ანთებით) ან ანევრიზმით (არტერიის კედლის გამობერვა) შეიძლება იყოს შეპირობებული.
აორტის ან თირკმლის არტერიის ამომფენი გარსის დაზიანებამ შეიძლება სისხლის დინების შეწყვეტა ან არტერიის გასკდომაც კი გამოიწვიოს. სისხლძარღვებში ასეთი დაზიანების ალბათობა მაღალია დაავადებების დროს, რომლებიც მათი კედლის გასქელებას, მისი ელასტიკურობის დაკარგვას იწვევს ცხიმოვანი ნივთიერების (ათეროსკლეროზი) ან ფიბროზული ქსოვილის ჩალაგების გამო (ფიბრომუსკულური დისპლაზია). ამ დაავადებების დროს, სისხლის შენადედის არარსებობის პირობებშიც კი, შეიძლება თირკმლის არტერიები მნიშვნელოვნად შევიწროვდეს ან ნაწილობრივ დაიხშოს. ამ მდგომარეობას თირკმლის არტერიის სტენოზი ეწოდება.
თირკმლის არტერიების ნაწილობრივი დახშობა, როგორც წესი, უსიმპტომოა. თუ სისხლის ნაკადი უეცრად და სავსებით შეწყდა, ადამიანს შეიძლება აწუხებდეს მუდმივი, მღრღნელი ტკივილი წელის არეში ან მუცლის ქვედა ნაწილში. სრულმა დახშობამ შესაძლოა ცხელება, გულისრევა, ღებინება და წელის ტკივილი გამოიწვიოს. უფრო იშვიათად მოსალოდნელია სისხლდენა და მოწითალო ან მუქი ყავისფერი შარდი მასში სისხლის არსებობის გამო. ორივე თირკმლის არტერიის (ან ერთის, როცა ადამიანს მეორე არა აქვს) სრული დახშობისას შარდი აღარ წარმოიქმნება, ანუ თირკმლების ფუნქცია ირღვევა, ანუ მათი მწვავე უკმარისობა ვითარდება.
თუკი თირკმლის არტერიის ერთ-ერთი ტოტი სისხლით მიტანილი შენადედით დაიხშო, იგივე შეიძლება მოხდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად ნაწლავში, ტვინში, ხელის და ფეხის თითების კანში, რაც ტკივილს, ინსულტს, დაწყლულებას ან განგრენას იწვევს.
ეჭვი არტერიების დახშობაზე სიმპტომების შეფასებას ეფუძნება. მეტი ინფორმაციის მისაღებად ლაბორატორიული კვლევები, სისხლის საერთო და შარდის ანალიზებია საჭირო (შარდის მიკროსკოპით გამოკვლევის ჩათვლით).
თირკმლის სისხლით მომარაგება
იმის გამო, რომ მხოლოდ ანალიზებით შეუძლებელია სისხლძარღვის დახშობის ამოცნობა, გამოსახულებითი კვლევებიც არის საჭირო. ისინი თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დასადასტურებლადაც გამოდგება. კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (ანგიოგრაფიით), დოპლერული ულტრასონოგრაფიით, იზოტოპის პერფუზიული სკანირებით შესაძლოა დადგინდეს, რომ დაზიანებულ თირკმელში სისხლის ნაკადი შემცირებული ან შეწყვეტილია.
მოხსენიებული გამოსახულებითი კვლევებიდან თითოეულს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგალითად, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია ძალიან ზუსტი მეთოდებია, მაგრამ პირველის დროს საჭიროა ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება, რომელიც თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას კიდევ უფრო ზრდის მისი დაზიანების რისკს. მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის დროსაც გამოიყენება ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება (გადოლინიუმი), რომელმაც თირკმლისმიერი სისტემური ფიბროზი შეიძლება გამოიწვიოს. ამ დაავადების დროს მთელ სხეულში ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება, მკურნალობა უეფექტოა.
დიაგნოზის დასადასტურებლად ყველაზე სარწმუნო მონაცემები არტერიოგრაფიით მიიღება. ამ დროს კათეტერი არტერიაში შეჰყავთ, რაც ზოგჯერ მის დაზიანებას იწვევს. ამასთან, კიმპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის მსგავსად, საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებაც არის საჭირო, რაც თირკმლის დაზიანების ალბათობას ზრდის.
არტერიოგრაფია მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა სისხლძარღვის გამავლობის აღსადგენად ქირურგიული ჩარევა ან ანგიოპლასტიკა არის განზრახული. თირკმლის ფუნქციის აღდგენას რეგულარულად აფასებენ ულტრასონოგრაფიის, რადიონუკლიდური სკანირების ან სისხლის ანალიზების მეშვეობით.
ფიბრომუსკულური დისპლაზია –
თირკმლის არტერიის დახშობის მიზეზი
fibromuskuluri displazia upirateswilad 15-50 wlis asakis qalebis xvedria. daavadebis gamomwvevi mizezi ucnobia. damaxasiaTebelia Tirkmlis arteriis ramdenime monakveTis Seviwroeba fibrozuli qsoviliT (Tirkmlis arteriis stenozi).
SemTxvevebis 10%-Si Tirkmlis arteriis Seviwroeba mozrdilebSi swored am daavadebiT aris gamowveuli. xSiria sisxlis arteriuli wnevis momateba.
mkurnalobis ZiriTadi meTodi angioplastikaa. am Carevis Semdeg zogjer Seviwroeba aRar meordeba da arteriuli wnevis maCveneblebi an mcirdeba, an normas ubrundeba. iSviaTad daavadeba Tirkmlebis ukmarisobas iwvevs.
მკურნალობის შედეგად თირკმლის ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ ხშირად აღდგენა სრული არ არის. ორგანიზმის სხვა ნაწილებში (მაგალითად, გულში) წარმოქმნილი კოლტით არტერიის დაცობის შემთხვევაში პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ამ დროს მსგავსი შენადედები შეიძლება სხვაგანაც, ტვინში ან ნაწლავში, მოხვდეს და ისინიც დააზიანოს.
მკურნალობის მიზანია სისხლის ნაკადის კიდევ უფრო შემცირების თავიდან აცილება და მისი აღდგენა. თუ მიზეზი კოლტია, ანტიკოაგულანტები, ანუ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება. ისინი ჯერ ინტრავენურად შეჰყავთ, შემდეგ, უფრო ხანგრძლივად, დასალევად აძლევენ პაციენტს. მათი ზემოქმედებით შენადედი ზომაში აღარ იზრდება და ახლის წარმოქმნის რისკიც ნაკლებია. კოლტების დამშლელი მედიკამენტები (ფიბრინოლიზური ან თრომბოლიზური) შეიძლება ანტიკოაგულანტებზე უფრო ეფექტური გამოდგეს, თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციონირებას, როცა არტერია სრულად არ არის დახშული ან შენადედის სწრაფად დაშლაა შესაძლებელი. სისხლძარღვის სრულად დაცობიდან 30-60 წუთში შეუქცევადი, გამოუსწორებელი დაზიანება ვითარდება. თუმცა, ფიბრინოლიზური საშუალებები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს პირველ 3 საათში.
დახშული არტერიის კოლტისგან გასათავისუფლებლად ზოგჯერ მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, რომელსაც გართულებებისა და ფატალური გამოსავლის დიდი ალბათობა ახლავს თან, თირკმლის ფუნქციას კი ანტიკოაგულანტებზე ან ფიბრინოლიზურ საშუალებებზე უკეთ ვერ აღადგენს. შესაბამისად, თითქმის ყოველთვის, ოპერაციას მედიკამენტურ მკურნალობას არჩევენ. თუ მიზეზი ტრავმაა, აუცილებელია არტერიის მთლიანობის აღდგენა ქირურგიული ჩარევით.
როცა თირკმლის არტერია ათეროსკლეროზის ან ფიბრომუსკულური დისპლაზიის გამო იხშობა, ექიმმა არტერიაში, საზარდულიდან, ბარძაყის არტერიის გავლით, შეიძლება ბალონური კათეტერი შეიყვანოს. ეს უკანასკნელი შემდეგ იბერება და დახშული სისხლძარღვი მექანიკურად ფართოვდება. პროცედურას კანგავლითი ტრანსლუმინარული ანგიოპლასტიკა ეწოდება. ამ დროს არტერიაში შეიძლება მოკლე მილი, სტენტი ჩაიდგას, რათა არტერია ხელახლა არ დაიხშოს. როცა ანგიოპლასტიკა ეფექტური არ არის, შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო დახშობის ადგილის ამოსაკვეთად ან სისხლის ნაკადისთვის შემოვლითი გზის შესაქმნელად.