ლიდლის სინდრომი იშვიათი მემკვიდრული დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმლები დიდი რაოდენობით გამოყოფენ კალიუმს და, იმავდროულად, ჭარბად აკავებენ ორგანიზმში ნატრიუმსა და წყალს, რაც არტერიული წნევის მომატებას იწვევს.
ლიდლის სინდრომის გამომწვევი გენი დომინანტურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების მქონე ადამიანის შვილებს ამ გენის მიღებისა და დაავადების განვითარების 50%-იანი შანსი აქვთ. ავადმყოფობა ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს, ზოგჯერ კი ბავშვობიდანვე ვლინდება, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა. ზოგ ადამიანს სისხლში კალიუმის ნაკლებობაც აქვს.
დაავადება ეფექტურად კონტროლდება მედიკამენტებით, რომლებიც ზრდის ნატრიუმის შარდით გამოყოფას და ამცირებს კალიუმისას, მაგალითად, ამილორიდი ან ტრიამტერენი. ეს წამლები არტერიულ წნევასაც აქვეითებს. პროგნოზი კეთილსაიმედოა.