საშარდე გზების დაზიანება | მკურნალი.გე
  1. საშარდე გზების დაზიანება
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
საშარდე გზების დაზიანება

თირკმლები და საშარდე გზების სხვა ნაწილები შეიძლება სხვადასხვანაირად დაზიანდეს: ბლაგვი ტრავმით (საავტომობილო ავარიები, დაცემა ან სპორტული ტრავმა), შემავალი ჭრილობით (ცეცხლსასროლი იარაღით, ცივი იარაღით) ან ქირურგიული ჩარევის დროს. საშარდე გზებთან ერთად ხშირად სხვა ორგანოებიც ზიანდება, განსაკუთრებით კი მუცლის ღრუს ორგანოები. მამაკაცებში შესაძლოა ასო და სათესლეებიც დაზიანდეს.

თირკმლების ფუნქცია სისხლის მუდმივი გაფილტრვა და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტების ორგანიზმიდან საშარდე გზებით გამოყოფაა. დაზიანების დროს ეს ფუნქციები ირღვევა (თირკმლის უკმარისობა). ტრავმების სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია: სისხლდენა, შარდის გამოჟონვა საშარდე გზებიდან გარშემო ქსოვილებში და ინფექცია. დროული დიაგნოზისა და მკურნალობის გარეშე, შესაძლოა შეუქცევადი დაზიანებები და სიკვდილიც კი განვითარდეს.