პულმონური სტენოზი | მკურნალი.გე
  1. პულმონური სტენოზი
  2. გულის სარქვლების დაავადებები
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
პულმონური სტენოზი

პულმონური (პულმონალური, ფილტვის არტერიის) სტენოზის დროს ფილტვის არტერიის სარქვლის ხვრელი შევიწროებულია. სარქვლის გახსნისას შეფერხებულია მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიაში სისხლის ნაკადის მოძრაობა. პულმონური სტენოზი ხშირად თანდაყოლილი დაავადებაა და ბავშვობის ასაკში ვლინდება.

პულმონური სტენოზი, მოზრდილ პოპულაციაში იშვიათია, ის ჩვეულებრივ თანდაყოლილი დეფექტია. მკვეთრად გამოხატული სტენოზის დროს სტეთოსკოპით მოსმენისას აღინიშნება უხეში შუილი. დიაგნოზი ბავშვობის ასაკში დგინდება. მძიმე ხარისხის სტენოზი ზოგჯერ ბავშვებშიც იწვევს გულის უკმარისობას, უფრო ხშირად კი უსიმპტომოა და მოზრდილობის პერიოდში ვლინდება. დაავადების სიმპტომებია: ტკივილი გულმკერდის არეში (გულის ანგინა), ქოშინი და სისუსტე.

ფილტვის არტერიის სტენოზის მქონე მცირე ასაკის ბავშვების უმრავლესობა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მოზარდებსა და ზრდასრულებში შედეგიანია ბალონური ვალვულოპლასტიკა. ამ უკანასკნელის დროს ბალონიანი კათეტერი მაგისტრალური სისხლძარღვების მეშვეობით გულში შეჰყავთ. დაზიანებული სარქვლის ადგილზე ბალონი იბერება და აფართოებს სარქვლის კაფსულას.