სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები ყოველთვის იღებენ გარკვეული რაოდენობის წამალს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ზუსტი მითითებებისა და საკმაოდ რთული გრაფიკის დაცვით. სარეაბილიტაციო პროგრამის განმავლობაში ადამიანები ეცნობიან და სწავლობენ იმ პრეპარატების დოზებსა და მიღების ჯერადობას, რომლითაც ისინი მკურნალობენ. პაციენტების განათლება ყოველთვის მოიცავს ინფორმაციას სასუნთქი სისტემის დაავადებისა და მედიკამენტური თერაპიის როლის შესახებ. ამ დროს პაციენტები ასევე ეცნობიან მკურნალობის მოსალოდნელ შედეგებს, წამლების სავარაუდო გვერდით ეფექტებსა და საინჰალაციო პრეპარატების გამოყენების სათანადო ტექნიკას. აღნიშნული პროგრამების დროს პაციენტებს აკვირდებიან, თუ როგორ იცავენ ისინი ინსტრუქციებს და ასწავლიან მათ და მათი ოჯახის წევრებს ადეკვატური მკურნალობის მნიშვნელობას.