ჰოსპიტალში შეძენილი პნევმონია ვითარდება ჰოსპიტალიზებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციიდან 2 ან მეტ დღეში. სამედიცინო დაწესებულებებში შეძენილი პნევმონია ვითარდება იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ პალიატიურ ან ხანდაზმულთა დაწესებულებებში ან აქვთ კონტაქტი სამედიცინო მოწყობილობებთან, როგორიცაა, მაგალითად, დიალიზის ცენტრები.
ანტიბიოტიკები, ანტივირუსული პრეპარატები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება შესაძლო გამომწვევის გათვალისწინებით ჰოსპიტალში შეძენილი პნევმონია უფრო მძიმე მიმდინარეობისაა, ვინაიდან გამომწვევი მიკროორგანიზმები უფრო აგრესიულები არიან და ძნელად ექვემდებარებიან მკურნალობას. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზებული ადამიანები და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი პირები პნევმონიის გარეშეც დაავადებული და დასუსტებული არიან, არ ძალუძთ გაუმკლავდნენ ინფექციას, საზოგადოებაში მცხოვრებთაგან განსხვავებით.
ჰოსპიტალიზებული და მძიმე ავადმყოფები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ესაჭიროება სუნთქვაში დახმარებამექანიკური ვენტილატორებით, იმყოფებიან პნევმონიის განვითარების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ. სხვა რისკფაქტორები მოიცავს უკვე ჩატარებულ ანტიბიოტიკოთერაპიას, თანმხლებ დაავადებებს, როგორიცაა გულის, ფილტვების, ღვიძლის ან თირკმლების დისფუნქცია. პირები, რომელთა ასაკი 70 წელზე მეტია, ჩატარებული აქვს გულმკერდის ან მუცლის ღრუს ქირურგიული ჩარევა, იღებენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს ან აქვთ ამ ფაქტორების კომბინაცია, არიან განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ.
დაუძლურებული პირები, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცთა სახლებში, ასევე იმყოფებიან პნევმონიის განვითარების რისკის ქვეშ.
მირკოორგანიზმებს, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებში არ იწვევენ პნევმონიას, შეუძლიათ გამოიწვიონ ის ჰოსპიტალიზებულ ან დაუძლურებულ პაციენტებში. ამგვარი პაციენტების დიდი ნაწილის იმუნური სისტემა წინააღმდეგობას ვერ უწევს მცირე ინფექციურ პრობლემასაც კი. გამომწვევის სახეობა დამოკიდებულია საავადმყოფოში გავრცელებულ ორგანიზმებსა და იმაზე, თუ რა დაავადებები აქვს პაციენტს.
ჰოსპიტალში შეძენილი პნევმონია უფრო ხშირადაა გამოწვეული staphylococcus aureus-ით ან გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Klebsiella pneumonia ან Pseudomonas aeruginosa, ვიდრე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია.ზოგჯერ პნევმონია გამოწვეულია ლეგიონერების დაავადებით ან მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylocccus aureus-ის (სუპერინფექცია) მიერ.
სიმპტომები ისეთივეა, როგორიც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დროს: ზოგადი სისუსტე, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში. პნევმონია კრიტიკულ პაციენტებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც იმყოფებიან ხელოვნურ სუნთქვაზე, იწვევს ცხელებას და სუნთქვისა და გულისცემის სიხშირის გაზრდას.
სამედიცინო დაწესებულებებში შეძენილი პნევმონიის ამოცნობა ექიმებისთვის შესაძლოა უფრო რთული იყოს სხვა პნევმონიებთან შედარებით. ეს იმიტომ, რომ პაციენტები, რომელთაც ეს პნევმონია ემართებათ, მაგალითად, მოხუცთა სახლებში მცხოვრებნი, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფნი, დემენციის მქონენი – ვერ აღწერენ და ვერ გადმოსცემენ ისეთ სიმპტომებს, როგორიცა გულმკერდში ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა და სისუსტე.
ჰოსპიტალსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში შეძენილი პნევმონიის დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის სიმპტომებს. დიაგნოზი დასტურდება გულმკერდის რენტგენოგრაფიით. ასევე ტარდება სისხლის ლაბორატორიული კვლევები. თუმცა კვლევის ეს მეთოდები ყოველთვის არ არის ზუსტი. პაციენტების მძიმე მდგომარეობის დროს ექიმები ახდენენ პნევმონიის გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირებას, რათა ჩატარდეს სრულყოფილი მკურნალობა. ამის გათვალისწინებით, ზოგჯერ ექიმები ატარებენ ბრონქოსკოპიას პნევმონიის დასადასტურებლად და ბრონქოსკოპიით ნახველის ნიმუშის აღებას გამომწვევის იდენტიფიცირებისთვის. ბრონქოსკოპიის დროს დრეკადი ოპტიკური მილი იდგმება ტრაქეასა და ფილტვებში. კვლევისთვის შესაძლოა შეგროვდეს ჩირქი, სეკრეტი და ფილტვის ქსოვილიც კი. თუ არ არის შესაძლებელი თავისუფალი სეკრეტის აღება, ირეცხება ფილტვის ქსოვილი და ხდება ამ ნარეცხი სითხის კვლევა (ბრონქოალვეოლური ლავაჟი).
მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებით სავარაუდო გამომწვევი მიკროორგანიზმისა და პაციენტის სპეციფიკური რისკფაქტორების გათვალისწინებით. ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე, მოხუცთა სახლებში შეძენილი პნევმონიის მკურნალობა ხშირად მიმდინარეობს ჰოსპიტალში. მძიმე ავადმყოფების მკურნალობა ტარდება ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტებში და ზოგჯერ საჭირო ხდება ხელოვნური სუნთქვის აპარატის (ვენტილატორის) გამოყენებაც. მკურნალობა მოიცავს ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერაპიას, დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, ინტრავენურად სითხეების გადასხმას. არსებობს პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი, რომელიც გამოიყენება მკურნალობის პროცესში:
ჩამოთვლილი პრეპარატები გამოიყენება დამოუკიდებლად ან ვანკომიცინთან კომბინაციაში. როცა არსებობს ეჭვი, რომ გამომწვევია მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი, ასეთ დროს გამოიყენება ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი.
ტერმინალური მდგომარეობისთვის დამახასიათებელი საკითხები: ვინაიდან მოხუცთა სახლებში მცხოვრები პირების ჯანმრთელობა მძიმეა, პნევმონია ამ პაციენტებში შესაძლოა უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობდეს. ყველა თანამედროვე სამკურნალო საშუალების გამოყენების მიზნით ხდება ამ პაციენტების გადაყვანა სტაციონარში. თუმცა, მიუხედავად ყველა ჩარევისა, პნევმონია ხშირად შესაძლოა აღმოჩნდეს ფატალური, ხოლო მკურნალობა რთულად გადასატანი, განსაკუთრებით, როდესაც საჭიროა ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება. პაციენტებმა, რომელთა პნევმონიით დაავადების შემთხვევა ხშირად იწვევს მათ გარდაცვალებას, შესაძლოა, არ მოისურვონ მკურნალობის ასეთი აგრესიული მეთოდების გამოყენება. ამიტომ მძიმე ან ტერმინალურ მდგომარებაში მყოფმა პაციენტებმა პნევმონიის მკურნალობის საკითხი უნდა განიხილონ ექიმებთან და ოჯახის წევრებთან მოხუცთა სახლში შესვლამდე და გაუზიარონ მათ საკუთარი სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევათა 25-50% მთავრდება ფატალური შედეგით, მიუხედავად ადეკვატური და დროულად ჩატარებული მკურნალობისა. რთულია იმის თქმა, სიკვდილიანობა გამოწვეულია პაციენტის ძირითადი დაავადებით თუ თავად პნევმონიით.