გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი | მკურნალი.გე
  1. გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომები და დიაგნოზი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებად იწოდება დაავადებები, რომლებიც აზიანებენ გულსა და სისხლძარღვებს.

განარჩევენ გულის (კარდიალური) და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს. გულის დაავადებები აზიანებს გულსა და კორონარულ სისხლმილებს. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები აზიანებს არტერიებსა და ვენებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში (მაგალითად, ზედა და ქვედა კიდურის სისხლძარღვებს). დაავადებებს, რომლებიც აზიანებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ცერებროვასკულური დაავადებები ეწოდება.