ვირუსული პლევრიტი არის პლევრის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში ხველისა და სუნთქვის დროს.
ვირუსული პლევრიტის ძირითადი გამომწვევია კოკსაკის Bტიპის ვირუსი. ერთეულ შემთხვევებში გვხვდება ექოვირუსებით გამოწვეული მდგომარეობა, რასაც ეპიდემიური ან ბრონჰოლმსის პლევროდინია ეწოდება. იგი ვითარდება გვიან ზაფხულში, ძირითადად მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
ვირუსული პლევრიტის პირველი სიმპტომი არის გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც, როგორც წესი, ძლიერდება სუნთქვის და ხველის დროს, არის საკმაოდ ბასრი. ბორნჰოლმსის პლევროდინიას ასევე ახასიათებს ცხელება და გულმკერდის კუნთების სპაზმი. დიაგნოსტირებისთვის ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა. ვირუსულ პლევრიტს ახასიათებს რამდენიმე დღეში თვითგანკურნება. ანალგეტიკების გამოყენება ამსუბუქებს ტკივილს.