მყესები და სინოვიური ჩანთები | მკურნალი.გე
  1. მყესები და სინოვიური ჩანთები
  2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ბიოლოგია
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
მყესები და სინოვიური ჩანთები

მყესები მტკიცე შემაერთებელქსოვილოვანი კონებია, რომლებიც ძირითადად რიგიდული პროტეინის – კოლაგენისაგან შედგება. მყესებით კუნთის ერთი დაბოლოება მჭიდროდაა მიმაგრებული ძვალზე. მყესი ხშირად ბუდეშია მოთავსებული, რომელიც პერიოდულად იპოხება და აადვილებს მის მოძრაობას ხახუნის გარეშე.

სინოვიური ჩანთები მცირე ზომის, სითხით სავსე აბგებია, ისინი მყესების ქვეშაა მოთავსებული, ასრულებს ამორტიზატორის როლს და იცავს მათ დაზიანებისაგან. სინოვიური ჩანთები ასევე დამატებით ამორტიზატორის როლს ასრულებს ირგვლივ მდებარე სტრუქტურებისათვის, რომლებიც მათ გარეშე ერთმანეთთან ხახუნის შედეგად თანდათან გაცვდებოდა და გაიხეოდა, მაგალითად, ასეთი უბნები იქმნება ძვალსა და იოგს შორის ან ძვლოვან წანაზარდებსა და მათი მფარავი კანის მიდამოში (როგორიცაა იდაყვი, კვირისტავი ან მხრების მიდამო).