ფეხისგულის მედიალური ნერვის მოჭყლეტა – ესაა ნერვის კომპრესია ქუსლის შიგნითა ზედაპირთან (ფეხისგულის მედიალური ნერვი), რომელიც იწვევს ტკივილს, დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას.
სიმპტომებია: თითქმის მუდმივი ტკივილი, როგორც სიარულის, ასევე ჯდომის დროს. მხოლოდ დგომაც კი ხშირად გაძნელებულია. ნერვის კომპრესიის ზოგადი სიმპტომები, როგორიცაა წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება ან დაბუჟება – ფეხისგულის მედიალური ნერვის მოჭყლეტის დროს, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება.
ექიმები დიაგნოზს სიმპტომების და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ.
ეფექტურია ფიქსატორის და სხვა საშუალებების გამოყენება (ორთოზები), რომლებიც ტერფის პოზიციას და მოძრაობის მანერას ცვლიან და ამ გზით ამცირებენ დაზიანებული სახსრის დატვირთვას, ისევე როგორც შედეგიანია ფიზიკური თერაპიის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება და ყინულის დადება ნერვის არეში (კრიოთერაპია). თუ აღნიშნული მკურნალობა არაეფექტურია, ტკივილის შემცირების მიზნით ტარდება ალკოჰოლის ხსნარის ინექცია ნერვის მოსაკლავად ან კომპრესიის გამომწვევი სტრუქტურებისაგან ქირურგიული ჩარევით ნერვის გათავისუფლება.