დემენციის მქონე პაციენტებში, მაგ. ალცჰაიმერის დაავადების დროს, ძილის თავისებურებებიც ხშირად იცვლება. მის პროგრესირებასთან ერთად, იზრდება ზედაპირული ძილის ხანგრძლივობაც, ამიტომ ადამიანებს ადვილად ეღვიძებათ. დემენციის მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვა დარღვევებიც, რომლებიც ხელს უწყობს ძილის მოშლას. მაგალითად, ართრიტი, გაუწყლოება და ინფექციები ტკივილს ან დისკომფორტს იწვევს, რაც ხელს უშლის ძილს. ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებას ან წამალთა შორის ურთიერთქმედებასაც იგივე ეფექტი აქვს.
ძილის გაუმჯობესება არსებული მიზეზის გამოსწორებით შეიძლება. დღისით ძილი კარგი გამოსავალი არ არის, რადგან კიდევ უფრო აძნელებს ღამით დაძინებას. ზოგჯერ ეფექტიანია მზეზე სეირნობა, საძინებელში კომფორტული ტემპერატურის შექმნა, კოფეინის შემცველი სასმელების მიღებისგან თავის შეკავება საღამოობით.