ინფექციური დაავადების ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. ინფექციური დაავადების ბიოლოგია
  2. ინფექციები
ინფექციური დაავადების ბიოლოგია

მიკროორგანიზმები წარმოადგენენ მცირე ზომის ცოცხალ არსებებს, როგორებიც არიან, მაგალითად, ბაქტერია და ვირუსი. მიკროორგანიზმები არსებობენ ყველგან. მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნობისა, ათასობითსახეობის მხო ლოდ რამდენიმე წარმომადგენელი იჭრებადა მრავლდება ადამიანის ორგანიზმში და იწვევს დაავადებას.

უამრავი მიკროორგანიზმი ცხოვრობს კანზე, პირის ღრუში, ზედა სასუნთქ გზებში, ნაწლავებსა და სასქესო ორგანოებზე (კერძოდ, საშოში) და ისინი არ იწვევენ დაავადებებს. მიკროორგანიზმის ბუნებასა და ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული –იცხოვრებს მიკრობი, როგორც უვნებელი თანამგზავრი თუ შეიჭრება და გამოიწვევს დაავადებას.