1. სომატური დაავადებით ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული შფოთვა
  2. შფოთვითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
სომატური დაავადებით ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული შფოთვა

შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს სომატურმა დაავადებამ ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჭარბმა მოხმარებამ, ან შეწყვეტამ. შფოთვის გამომწვევ სომატურ დაავადებებს მიეკუთვნება:

  • ტვინის და ნევროლოგიური დაავადებები, მაგალითად, თავის ტვინის ტრავმა, ტვინის ინფექციები, შიგნითა ყურის ზოგიერთი დაავადებები;

  • გულის დაავადებები, მაგალითად, გულის უკმარისობა და რიტმის დარღვევა (არითმია);

  • ჰორმონული (ენდოკრინული) დაავადებები, მაგალითად, თირკმელზედა ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა;

  • ფილტვების (რესპირაციული) დაავადებები, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

შფოთვა შეიძლება ცხელებამაც გამოიწვიოს.

შფოთვის გამომწვევ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება:

  • ალკოჰოლი

  • სტიმულატორები

  • კოფეინი

  • კოკაინი

  • ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (მათ შორის ასთმის სამკურნალოდ დანიშნული თეოფილინი)

  • ზოგიერთი წონაში დასაკლები მცენარეული პროდუქტი, როგორიცაა გუარანა, კოფეინი ან ორივე

ბენზოდიაზეპინები მიეკუთვნება წამლებს, რომლის შეწყვეტაც შფოთვას იწვევს.

მომაკვდავ ადამიანებში შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილის შიშმა, ტკივილმა და სუნთქვის გაძნელებამ.

მკურნალობა

პირველ რიგში, ექიმის მიზანია გამომწვევი მიზეზების კორექცია, და არა შფოთვის სიმპტომების მკურნალობა. შფოთვა უნდა შემცირდეს სომატური დაავადების მკურნალობის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეწყვეტიდან საკმარისი დროის გავლის შემდეგ (რომ შეწყვეტის მოლოდინით გამოწვეული შფოთვა შემცირდეს). თუ შფოთვა რჩება, ჩვეულებრივ, ანქსიოლიზურ საშუალებებს ან ფსიქოთერაპიას (მაგალითად, ბიჰევიორულ თერაპიას) იყენებენ. მომაკვდავ ადამიანებს უნიშნავენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს შფოთვის საწინააღმდეგო პოტენციური ეფექტით (მაგალითად, მორფინი). ამ პაციენტებს უნდა ავარიდოთ ძლიერი შფოთვა.