1. მწვავე სტრესული აშლილობა
  2. შფოთვითი აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
მწვავე სტრესული აშლილობა

მწვავე სტრესული აშლილობა ხასიათდება ტრავმული მოვლენების ხანმოკლე, შემაწუხებელი მოგონებებით, რომლიც ვლინდება ტრავმიდან მცირე ხნის შემდეგ. ეს აშლილობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მსგავსია, გარდა იმისა, რომ ვითარდება ტრავმული მოვლენიდან 4 კვირის განმავლობაში და გრძელდება 2 დღიდან 4 კვირამდე.

მწვავე სტრესული აშლილობა ვითარდება ძლიერი, საშიში სტრესორის ზემოქმედების შედეგად. ინდივიდებს ახასიათებთ ტრავმული მოვლენის ხელახალი ფსიქოლოგიური განცდა, სიტუაციებისთვის, რომლებიც სტრესს ახსენებს, თავის არიდება და მომეტებული შფოთვა. ასევე უნდა ჰქონდეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან, სულ მცირე, სამი სიმპტომი:

  • გაშეშება, განრიდება ან ემოციური რეაგირების უნარის დაკარგვა

  • გარემოს აღქმის უნარის დაქვეითება (მაგალითად, გაბრუება, დაბნეულობა)

  • განცდა, რომ ყველაფერი არარეალურია (დერეალიზაცია)

  • განცდა, რომ თვითონ არის არარეალური (დეპერსონალიზაცია)

  • ტრავმის მნიშვნელოვანი მომენტების გახსენების უუნარობა

მწვავე სტრესული აშლილობის სიხშირე უცნობია. აშლილობის განვითარების ალბათობა მეტია, თუ ტრავმული მოვლენები მძიმეა.

მკურნალობა

გამოჯანმრთელება ხშირად შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პაციენტი თავს დააღწევს ტრავმულ სიტუაციას და შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს, რაც გულისხმობს დისტრესის გაგებას, თანაგრძნობას, შესაძლებლობას, რომ ისაუბროს იმაზე, რაც მოხდა და საკუთარ რეაქციაზე. ზოგს მომხდარის განმეორებითი აღწერა ეხმარება.