ბოჭკო | მკურნალი.გე
  1. ბოჭკო
  2. კვების ზოგადი მიმოხილვა
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ბოჭკო

გარკვეული სახეობების საკვები შეიცავს ბოჭკოს, რომელიც მჭიდრო და დრეკადი ნახშირწყლების კომპლექსებია. ბოჭკო შესაძლოა იყოს ნაწილობრივ ხსნადი, ანუ იხსნება წყალში და ორგანიზმს აქვს მისი მონელების უნარი. ასევე არსებობს უხსნადი ბოჭკო, რომელიც არ იხსნება წყალში, შესაბამისად ვერ გადამუშავდება და შეიწოვება ორგანიზმის მიერ. საკვების სახით დიდი რაოდენობით უხსნადი ბოჭკოს მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გარკვეული ვიტამინების და მინერალების შეწოვა. არსებობს ზოგადი რეკომენდაცია, რომ ბოჭკოს ყოველდღიური მოხმარება უნდა იყოს დაახლოებით 30გ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად მიღებული ბოჭკოს საშუალო მოცულობა შეადგენს 12გ-ს. აღნიშნულის მიზეზია მოსახლეობის ტენდენცია, მიიღონ მაღალრაფინირებული საკვები, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის მიღება შემცირებულია. ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის საშუალო ულუფა შეიცავს 2-4გ ბოჭკოს. ხორცი და რძის პროდუქტები ბოჭკოს არ შეიცავენ.