დანამატები: საკვებს ხშირად ამატებენ ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა: კონსერვანტები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები და სტაბილიზატორები. ეს იმისთვის კეთდება, რომ:
კომერციული მიზნით დამზადებულ საკვებში აღნიშნული დანამატების შემცველობა ლიმიტირებულია და არ უნდა აღემატებოდეს უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც დასტურდება სპეციალიზებული ლაბორატორიული ტესტებით. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, დანამატების სარგებლიანობის და ზიანის მიყენების რისკების შედარება, ხშირად რთულია. ასე მაგალითად: ნიტრიტი, რომელიც გამოიყენება კონსერვირებული ხორცის მომზადებისას, არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების არომატს, არამედ აინჰიბირებს მასში ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიის ზრდას. ამავდროულად აღნიშნული ნიტრიტი გარდაიქმნება ნიტროზამინად, რომელიც ცხოველებში შესაძლოა სიმსივნური დაავადების გამომწვევი გახდეს. კონსერვირებულ ხორცზე დამატებული ნიტრიტის მოცულობა გაცილებით მცირეა, ბუნებრივი გზით საკვებში მოხვედრილ ნიტრატთან შედარებით, რომელიც სანერწყვე ჯირკვლების მეშვეობით გარდაიქმნება ნიტრიტად. იშვიათად, გარკვეული დანამატები (როგორიცაა სულფიტები) ხდება ალერგიული რეაქციის მიზეზი. სულფიტები, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ღვინოში, დანამატის სახით გამოიყენება ისეთ პროდუქტებთან, როგორიცაა გამომშრალი ხილი (ჩირები) ან გამომშრალი კარტოფილი და მიზანია პროდუქტების მალფუჭებადობის თავიდან აცილება.
მინარევები/დამაბინძურებელი ნივთიერებები: პროდუქტების დაბინძურება შესაძლებელია მოხდეს დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებით. მაგ.: წყლის, მიწის ან ჰაერის გზით. დამაბინძურებელ ნივთიერებებში ძირითადად მოიაზრება მძიმე მეტალები (როგორიცაა, ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი) ან პქბ (პოლიქლორირებული ბიფენილები). პქბ წარსულში გამოიყენებოდა, როგორც სხვადასხვა პროდუქტის გამაგრილებელი საშუალება, ახლა კი ის გვხვდება სხვადასხვა გარემოში, ჰაერში, წყალში, მიწაში. საკვები შესაძლოა დაბინძურდეს პესტიციდებით შეფუთვისას, დამუშავებისას ან მომზადებისას. აგრეთვე, საკვები ზოგჯერ შეიცავს მედიკამენტებს (როგორიცაა ანტიბიოტიკები და ზრდის ჰორმონი), რაც განკუთვნილია ცხოველებისთვის.
ზოგჯერ საკვებში დამაბინძურებელი ნივთიერებების მცირე რაოდენობის შემცველობა ითვლება დასაშვებად, რადგან შეუძლებელია მათი სრული აღმოფხვრა საკვების დაზიანების გარეშე. ძირითად მინარევებს განეკუთვნებიან:
საკვებში ამ მინარევების გარკვეულ დონემდე შემცველობა, რომელიც არ იწვევს დაავადებას ან სხვა პრობლემებს, ითვლება უსაფრთხოდ. მაგრამ, ამავე დროს, ძნელია იმის განსაზღვრა, გახდა თუ არა ჯანმრთლობასთან დაკავშირებული წარმოქმნილი პრობლემის მიზეზი საკვებში არსებული მინარევის მცირე რაოდენობა. შესაბამისად, მინარევების უსაფრთხო რაოდენობა, ჩვეულებრივ, დგინდება ზოგადი შეთანხმებით და არა მყარი მტკიცებულებით. ასევე უცნობია, შესაძლებელია თუ არა ამ უსაფრთხო მოცულობის მინარევის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში განვითარდეს დაავადება, მინარევის ძალიან
მცირე შემცველობისას ეს ნაკლებად სავარაუდოა. დაავადების განვითარების გამონაკლისი შემთხვევები მოიცავს პაციენტების მცირე რიცხვს. გარდა აღნიშნული მინარევებისა, საკვები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელო რაოდენობით ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ცხოველის ბეწვი, ექსკრემენტები (ფეკალიები) და მწერების ნაწილაკები, რომელთაგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია.