მოლიბდენი | მკურნალი.გე
  1. მოლიბდენი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
მოლიბდენი

მოლიბდენი აუცილებელი მინერალია აზოტის მეტაბოლიზმისთვის (დამუშავება), ის გავლენას ახდენს ზოგიერთი ფერმენტის აქტივობაზე და ეხმარება უჯრედებს ნორმალურ ფუნქციონირებაში. მოლიბდენი აგრეთვე ხელს უწყობს სულფიტების დაშლის პროცესს (რომლებიც გვხვდება, როგორც საკვების ბუნებრივი კომპონენტები და ასევე გამოიყენება, როგორც კონსერვანტები).

მოლიბდენის დეფიციტი იშვიათია, ის შეიძლება განპირობებული იყოს მემკვიდრული დაავადებით ან მინერალის არასაკმარისი მიღებით. სიმპტომები მრავალფეროვანია და მოიცავს: მენტალურ ჩამორჩენას, გულყრებს, გულისცემის ან სუნთქვის გახშირებას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას და კომასაც კი.

მოლიბდენის სიჭარბე მეტად იშვიათია. სიმპტომებიდან მოსალოდნელია შეშუპება, სახსრების ტკივილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის ან თირკმელების პათოლოგიები.